Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნატო–რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საკითხიც განიხილეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 სექ.'10 / 11:04

მიუხედავად ზოგიერთ საკითხზე, მათ შორის საქართველოზე, „ფუნდამენტური უთანხმოებისა“, რუსეთი და ნატო იმედია გააღრმავებენ თანამშრომლობას, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 22 სექტემბერს.  

ნიუ–იორკში ნატო–რუსეთის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა: „ჩვენ მყარად ვადგავართ ნატო–რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების გზას“.

მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების კონტექსტში სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ასევე დნესტრისპირეთის საკითხიც იქნა განხილული. 

„ჩვენ განვიხილეთ ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის საკითხი და ამ კუთხით, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში არსებული ვითარება... აზრი არ აქვს იმის დამალვას, რომ ეს ის საკითხებია, სადაც ჩვენ ერთიანი შეხედულებები არ გვაქვს; მაგრამ მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჩვენ უთანხმოებები გვაქვს ამ კუთხით, ჩვენ წინ წავიწევთ და პროგრესსაც მივაღწევთ შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით,“ – განაცხადა რასმუსენმა.

რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმებაში (CFE) მონაწილეობა 2007 წელს შეაჩერა. ნატოს მიაჩნია, რომ CFE-ის ფარგლებში, რუსეთს საქართველოსა და მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონებში შეიარაღებული ძალების განთავსების უფლება არ უნდა ქონდეს.

აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა ნატო–რუსეთის საბჭოს მინისტერიალზე გამოსვლისას, რომ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია CFE–ს აღდგენა და მისი განახლება, იტყობინება სააგენტო ”როიტერი”. კლინტონის თქმით, იგი მოხარულია, რომ რუსეთი მიესალმა ნატოს შემოთავაზებას დაიწყონ CFE–ს აღსადგენად საჭირო მოდელის განხილვა.

აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ CFE–ს პრინციპი, რომელიც გულისხმობს მასპინძელი ქვეყნის თანხმობას მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალების განთავსებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და მოლდოვასაც უნდა შეეხოს.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ რეალურ სამხედრო შეზღუდვებს იქ სადაც საჭიროა,“ – იტყობინება ”როიტერი” კლინტონის სიტყვებზე დაყრდნობით. „და ყველა მონაწილე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს და მოლდოვას, უნდა ჰქონდეს უფლება თანხმობა განაცხადოს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალების განთავსებაზე“.

„რეალური პროგრესი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სარაკეტო თავდაცვითი სისტემა [ევროპაში], ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლი, კრიზისის პრევენცია და მასზე რეაგირება, გამჭირვალობის გაუმჯობესება [სამხედრო დოქტრინების, სტრატეგიასა და შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში, ასევე ინფორმაციის გაცვლის კუთხით] და უსაფრთხოება საქართველოში, მომავალში ბევრ სხვა სფეროში უფრო ახლო თანამშრომლობის ეტაპამდე მიგვიყვანს,“ – განაცხადა კლინტონმა.

პრეს–კონფერენციაზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა, რომ ნოემბრისთვის საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოსალოდნელი არ არის. სწორედ ამ დროს შეიკრიბებიან ალიანსის ლიდერები ლისაბონის სამიტზე, სადაც რუსეთიც არის მიწვეული. თუმცა, რასმუსენმა იმედი გამოთქვა, რომ ნოემბრისთვის მიღწეული იქნება შეთანხმება „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ მომავალი შეთანხმების ზოგიერთ ძირითად პრინციპზე“.    

მისი თქმით, ნატო–რუსეთის საბჭოს მინისტერიალის „ფუნდამენტური გზავნილი“ იყო „ძალიან ნათელი და ძალიან იმედისმომცემი“ – რუსეთთან თანამშრომლობა „აუცილებლობა გახდა, თუ ჩვენ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში“.       

„ყველა მხარეს ესმის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება,“ – განაცხადა რასმუსენმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11