Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისმა შეარბილა მიწების მიტაცებასთან დაკავშირებული ბრალდებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'10 / 14:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცვალა და შეარბილა თავისი პირვანდელი განცხადება, რომელშიც ის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით მიწის ნაკვეთების დაკავებაში ადანაშაულებდა.

განცხადების პირვანდელი ვარიანტი, რომელიც შსს–ს ვებ–გვერდზე 29 სექტემბერს გამოქვეყნდა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფებს ბრალს სდებდა უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" ჩატარებაში და შიდა ქართლის ტერიტორიების „მიტაცების“ გზით „ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევაში“.  მასში ასევე ნათქვამი იყო, რომ სულ ცოტა 30 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა იყო მიტაცებული ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ხუთი სოფლის სიახლოვეს.

მოგვიანებით, 29 სექტემბერს შსს–ს ვებ–გვერდზე შეცვლილი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც უკვე აღარ იყო ნახსენები ბრალდებები მიწების მიტაცების თაობაზე. 

თუმცა ახალი განცხადება კვლავაც სდებს ბრალს რუსულ ძალებს შიდა ქართლში უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" დაწყებაში, რაც „აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს“. ეს ქმედება, სამინისტროს თქმით, „კიდევ უფრო ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას“.

“აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები" მნიშნველოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის, წყლის მიწოდებას,“– ნათქვამია ბოლო განცხადებაში.

ამ საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა Civil.ge-ს, რომ დემარკაციის ხაზი, რომელიც 29 სექტემბერს რუსულმა ძალებმა გაავლეს, ემთხვევა საბჭოთა პერიოდის სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ეს დადასტურდა, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, თბილისს მოუწია ხელი აეღო განზრახვაზე რომ ეს საკითხი გაემწვავებინა.

რა გარემოებებიც არ უნდა ყოფილიყო, მოვლენათა ამგვარად განვითარება ნიშნავს, რომ სხვა მიწის ნაკვეთებდან ერთად, რუსეთის მიერ კონტროლირებად მხარეს ახლა მოექცა სოფელ დიცში მდებარე სამი სახლი და ამ სახლების მესაკუთრეებს უფლება ექნებათ ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნით მიმართონ საქართველოს მთავრობას.

2008 წლის აგვისტოს ომის და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, რუსულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრებზე სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყეს. ერთადერთი ადგილი, სადაც რუსული ძალების საგუშაგო  ამ ადმინისტრაციული ხაზის მიღმა ისევ არის განთავსებული, არის საჩხერის რაიონის სოფელი პერევი, სადაც ისინი იქ არსებულ გზას აკონტროლებენ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12