Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რვა ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ოქტ.'10 / 18:21

რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა შეიმუშავა და ხელისუფლებას ამ წინადადებების ირგვლივ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

ცვლილებების პროექტზე ეროვნული ფორუმი, კონსერვატორები, რესპუბლიკელები, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს გზა, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ხალხის პარტია ერთობლივად მუშაობდნენ.

პარტიებმა ერთობლივ განცხადებაში ასევე მოუწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს "აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესს“, რადგან მის წარმატებაზეა დამოკიდებული ქვეყნის "სტაბილური და დემოკრატიული განვითარება“.

შემუშავებული წინადადებების ძირითადი დებულებები პარტიების ლიდერებმა 4 ოქტომბერს ორგანიზებულ კონფერენციაზე საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.

ამ ეტაპზე წინადადებათა პაკეტი მოიცავს ხუთ თემას: პარლამენტის საარჩევნო სისტემას; საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს; ამომრჩეველთა სიების შედგენის წესს; არჩევნების დღის პროცედურებს; და საარჩევნო დავების განხილვის სისტემას.

პარტიები აპირებენ გააგრძელონ მუშაობა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წესებსა და საარჩევნო პერიოდში მედიის როლის საკანონმდბელო რეგულაციებზე.

რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი პოზიციაა, რომ 150 წევრიანი პარლამენტის 75 წევრი აირჩეს პროპორციული სისტემით; დანარჩენი 75 დეპუტატი კი რეგიონულ–პროპორციული სისტემით, ნაცვლად არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემისა. ორივე სისტემისთვის საარჩევნო ბარიერი 5% უნდა იყოს.

რეგიონული პროპორციული სიები გულისხმობს რეგიონებში პარტიული სიებისათვის ხმის მიცემას, სადაც რეგიონისთვის განკუთვნილი მანდატები მიღებული ხმების მიხედვით პროპორციულად გადანაწილდება. რეგიონებში მანდატების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით დადგინდება და ოლქები შესაბამისად 2, 3 და 4 მანდატიანი იქნება.

მეორე წინადადება გულისხმობს ცესკოს დაკომპლექტებას პარიტეტის პრინციპით, 7 კვალიფიციური სუბიექტის მიერ, ნაცვლად დღეს არსებული 13 წევრისა. პარტიების თქმით, მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ადგილები შეინარჩუნონ იმ კვალიფიციურმა სიებიექტებმა, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილი ცესკოში: ნაციონალური მოძრაობა; ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა; მრეწველები; კონსერვატორები; ლეიბორისტები; ჩვენ თვითონ; ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია.

ამ წინადადების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს აღნიშნული 7 კვალიფიციური სუბიექტი შეარჩევს და აქედან ერთ–ერთს თანამდებობაზე დანიშნავს პრეზიდენტი. დღეს მოქმედი წესით, პრეზიდენტი წარუდგენს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს ცესკოს ოპოზიციურ წევრებს ასარჩევად.

რაც შეეხება საოლქო და საუბნო კომისიებს, ამ დონეების კომისიებში კვლავ 13 წევრი დარჩება (საოლქოში მუდმივმოქმედი პრინციპით), საიდანაც 7 პარტიული, ხოლო 6 პროფესიული ნიშნით იქნება დანიშნული.

ამასთან, უფლებამოსილებები გაუფართოვდებათ საარჩევნო კომისიებში პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქამდე მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდათ. პროექტის თანახმად, მათ კომისიის წევრებთან ერთად შეეძლებათ საარჩევნო პროცედურებში მონაწილეობის მიღება, მაგალითად: ბიულეტენების გაცემა, დათვლა, საჩივრის რეგისტრაციაში გატარება და ა.შ.  პროექტის ავტორთა მტკიცებით, დამკვირვებლებისთვის ამ უფლებების მიცემა პროცესში ჩართულ პარტიულ წარმომადგენლობას უფრო დივერსიფიცირებულს გახდის.

მესამე წინადადების თანახმად, ამომრჩეველთა სიების ფორმირება ბიომეტრიული პარამეტრების (ხელების ათივე თითის ანაბეჭდის ელექტრონული სურათის და ბიომეტრიული ფოტოსურათის) შემცველი პირადობის მოწმობების საფუძველზე უნდა მოხდეს, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს უზუსტობები ან გაორებები სიებში.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ეროვნულმა ფორუმის ორგანიზებით 130 ათასმა მოქალაქემ ხელმოწერით დაუჭირა მხარი, უკვე შესულია პარლამენტში დასარეგისტრირებლად.

მეოთხე წინადადება არჩევნების დღის პროცედურებს ეხება და ითვალისწინებს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას, ასევე ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოთვალის დამონტაჟებას, ხმების დათვლის დროს ბიულეტენების სკანირებას, რათა მათი ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იყოს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციისათვის.

რვა პარტია ასევე შეთანხმდა საარჩევნო დავების განხილვის ახალ სისტემაზე. კერძოდ, მათი მეხუთე წინადადების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლო ასეთი დავების განხილვის ბოლო ინსტანცია იქნება და საქმეებს განიხილავს ერთი მოსამართლისაგან და ოთხი საარჩევნო მსაჯულისაგან შემდგარი კოლეგია. მსაჯულებს კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეარჩევენ; პარტიებს ასევე ექნებათ მოსამართლეთა აცილების უფლება. დავებზე საბოლოო გადაწყვეტილებას კოლეგია ხმათა უმრავლესობით ანუ 3 ხმით მიიღებს. 

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 4 ოქტომბერს პარტიათა შეკრებაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების წინ "ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8