Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გილაური: "საქართველო მხარს უჭერს რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებას, მხოლოდ ერთი პირობით“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ოქტ.'10 / 12:01

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 7 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა თბილისის პოზიცია, რომ იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებას, თუ მოსკოვი "გამჭირვალეს“ გახდის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის გაწევრიანებას ვმო–ში, მხოლოდ ერთი პირობით, რომ შესრულდეს ვმო–ს ყველა წესი და ამ წესების ნაწილია, რომ ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო–გამშვები პუნქტები გამჭირვალე უნდა იყოს. სამწუხაროდ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების გამო, ეს ორი სასაზღვრო–გამშვები პუნქტი არ არის გამჭირვალე და ჩვენ მხოლოდ ერთ რამეს მოვითხოვთ - ეს არის ვმო–ს წესების შესრულება,“ – განაცხადა ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა გილაურმა ტელეკომპანია CNBC–სთან ინტერვიუში.

ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას გილაურმა განაცხადა, რომ თბილისი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ძალების გაყვანის მოთხოვნას ვმო–ში გაწევრიანებას არ უკავშირებს. მისი თქმით, ეს "ცალკე საკითხია“ და ვმო–სთან მას "საერთო არაფერი აქვს“. მან გაიმეორა, რომ ვმო–სთან დაკავშირებით თბილისის სურვილია, რომ რუსეთმა სასაზღვრო–გამშვები პუნქტები გამჭირვალე გახადოს.

თეთრმა სახლმა განაცხადა გასულ კვირაში, რომ აშშ–მ და რუსეთმა "მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს ორმხრივი საკითხების მოგვარების საქმეში და რომ რუსეთმა ვმო–ში გაწევრიანებისკენ "მნიშვნელოვანი ნაბიჯები“ გადადგა.

"პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ დაეხმარება რუსეთის მცდელობებს ბოლომდე მიიყვანოს დარჩენილი ნაბიჯები მრავალმხრივ მოლაპარაკებებში, რათა რუსეთმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს ვმო–ში გაწევრიანება,“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც 1 ოქტომბერს რუსეთის და აშშ–ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.

პრემიერ–მინისტრი გილაური, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ვაშინგტონში, 6 ოქტომბერს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა. გილაურმა განუცხადა CNBC–ს, რომ ჰილარი კლინტონის მიერ 6 ოქტომბრის შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები "შესანიშნავი“ იყო.

"მის მიერ ძალიან სწორი აქცენტები დაისვა ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში – და არ არის სეპარატისტული რეგიონები, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები – მან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და ფაქტიურად, ის დამატებით მხარდაჭერას დაგვპირდა, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს,“ – განაცხადა გილაურმა.

საქართველოს ეკონომიკაზე საუბრისას გილაურმა განაცხადა, რომ შარშანდელი რთული წლის შემდეგ, როდესაც ეკონომიკა 3.9%–ით დაეცა, წელს ეკონომიკის 5–6%–იანი ზრდაა მოსალოდნელი.  

"საქსტატის" ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2010 წლის პირველ ნახევარში 6.6% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით და ნომინალურ 9.201 მილიარდ ლარს მიაღწია.  

გილაურმა განაცხადა, რომ ასევე იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველო, გარკვეულწილად, რეგიონში "ინვესტიციების ცენტრი“ ხდება, სადაც ინვესტორები აფუძნებენ თავიანთ ბიზნესს და შემდეგ საქართველოდან იწყებენ რეგიონში გაფართოებას, მათ შორის შუა აზიაში, უკრაინასა და თურქეთში.

მართალია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2010 წლის მეორე კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%–ით გაიზარდა და 196.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ ჯამში, 2010 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების ოდენობამ, წინასწარი მონაცემებით, 272.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.38%–ით ნაკლებია.   

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა მიმდინარე კვირაში, რომ მთავრობა 2010 წელს 1 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ელის.

"რა თქმა უნდა, მომავალი წელი არ იქნება აბსოლუტური გარღვევა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს იქნება შემობრუნება რეალური ზრდისკენ,“ – განუცხადა მან "როიტერს". 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19