Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა გადადო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ოქტ.'10 / 13:21

მესამე და საბოლოო მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა პარლამენტმა კვირის ბოლოსთვის გადადო მას შემდგე, რაც კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კენჭისყრა 14 ან 15 ოქტომბერს შედგება იმის მიხედვით, თუ როდის გაიმართება პლენარული სხდომა, სადაც დარიგდება პროექტის უკვე საბოლოო, რედაქტირებული ვარიანტი.

გამომდინარე იქიდან, რომ 14 ოქტომბერი დასვენების დღეა, პარლამენტის სხდომა დიდი ალბათობით, პარასკევს, 15 ოქტომბერს უყრის კენჭს კანონპროექტის დამტკიცებას.

იმავდროულად, 15 ოქტომბერს არის დაგეგმილი საქართველოს კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობა ვენეციის კომისიის პლენალურ სხდომაზე, სადაც საბოლოო რეკომენდაციებს მიიღებენ პროექტთან დაკავშირებით.

მეორე წინასწარი მოსაზრებების გამოქვეყნებისას, 8 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დალოდებოდა მის საბოლოო რეკომენდაციებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო მიღებამდე "ზედმიწევნით გაითვალისწინოს“ ისინი.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიმართ მხარდაჭერა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 6 ოქტომბერს, ვაშინგტონში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე საჯაროდ გამოთქვა საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას.

თუმცა საკონსტიტუციო პროექტის დამტკიცების გადადება დეპუტატებმა ამ მოწოდებებსა და პოზიციებს პირდაპირ არ დაუკავშირეს.

„ჩემი სურვილია და ალბათ ყველა ჩვენგანის სურვილია, რომ ყველა ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ძალიან რთული და ხანგრძლივი კონსულტაციების დროს სრულფასოვნად იყოს ასახული ტექსტში და არ დავკარგოთ არაფერი, რაზეც ფაქტიურად ამდენი ვიწვალეთ და შევთანხმდით,“– განაცხადა ბაქრაძემ კენჭისყრის გადადების მოტივაციაზე საუბრისას. 

კენჭისყრის გადადების ინიციატივა ქრისტიან–დემოკრატებიდან დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ გააჟღერა და ეს იმ მოტივით მოითხოვა, რომ მისცემოდათ საბოლოო ტექსტის გასაცნობად დრო, იმის დასადგენად, „თუ რამდენად ადეკვატურია ეს ტექსტი და ჩვენი შეთანხმებები ერთმანეთთან“.

ვეფხვაძემ ერთ–ერთ მაგალითად დაასახელა, რომ არსებობდა მიღწეული შეთანხება პრეზიდენტის კანდიდატისთვის დაწესებულ ცენზთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ იყო ასახული ტექსტში. თუმცა ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განსახილველ ტექსტში ასახული იყო ეს შეთანხმება და აღარ ფიგურირებდა პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ვალდებულება, რომ იყოს დაბადებით საქართველოს მოქალაქე. მანამდე არსებულ რედაქციებში კანდიდატი დაბადებით საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, რომელიც დეპუტატ აკაკი მინაშვილთან ერთად მიწვეულია ვენეციის კომიიის პლენარულ სხდომაზე სხდომაზე 15–16 ოქტომბერს, დაარწმუნა დეპუტატები უმცირესობიდან, რომ ტექსტში ყველა შეთანხმება ასახულია.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ბოლო ეტაპზე ვადა კიდევ 5 დღით შემცირდება.

უნდობლობის პროცესს შესაძლოა 50–60 დღე დასჭირვებოდა, ან პრემიერ–მინისტრის კანდიდატურაზე პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში – 70–80 დღე. თავდაპირველად ეს ვადები კიდევ უფრო ხანგრძლივი იყო, თუმცა კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს ის 20 დღით შემცირდა, რაც, ვენეციის კომისიის თქმით, "პოზიტიური მოვლენაა, თუმცა არასაკმარისი.“

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებისას ტექსტში მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა შეიძლება. შინაარსობრივი ცვლილებები შედის მეორე მოსმენის დროს. საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით 1 ოქტომბერს მიიღო.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22