Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შუამავლების თქმით, რუსეთი პერევის დატოვებას აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ოქტ.'10 / 01:46

როგორც 14 ოქტომბერს გამართული ჟენევის მოლაპარაკებების მეცამეტე რაუნდის შემდეგ გახდა ცნობილი, რუსეთი მალე სოფელ პერევიდან თავისი სამხედროების გაყვანას აპირებს.

”თანათავმჯდომარეები მიესალმებიან როგორც პოზიტიურ მოვლენას იმ განცხადებას, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გაკეთდა და რომლის მიხედვითაც, სოფელ პერევში რუსული ბლოკ-პოსტი მალე მოიხსნება,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მეცამეტე რაუნდის დამთავრების შემდეგ, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ეუთოდან, ევროკავშირიდან და გაეროდან გაავრცელეს,

ქართული დელეგაციის ცნობით, განცხადება რომ რუსეთი თავის სამხედროებს გაიყვანს პერევიდან, მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა.

”ნებისმიერი მცირე ტერიტორიის, ან სოფლის დეოკუპაცია პოზიტიური მოვლენაა,” - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ მოლაპარაკებების შემდეგ.

თუმცა მან იქვე მიანიშნა, რომ არ ღირს კარასინის ამ განცხადებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება.

”ჩვენ ადრეც გვქონდა ასეთი განცხადებები; ამჯერად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ დარჩება მხოლოდ სიტყვად და რეალურად მოხდება ამ სოფლის დეოკუპაცია,” - განუცხადა მან რადიო ”თავისუფლების” ქართულ სამსახურს სატელეფონო ინტერვიუში.

”თუკი ისინი მართლა გავლენ ამ სოფლიდან... ისინი შეეცდებიან ამ ფაქტის ’გაყიდვას’, როგორც კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი; სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს უმცირესი ნაწილია იმ ვალდებულებებისა, რაც მათ აღებული აქვთ” 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით, განაცხადა ბოკერიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან სოფელ პერევის შესაძლო დატოვება ”სწორ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.” მისი თქმით არ შეიძლება, რომ რუსეთის ამ ნაბიჯს მასზე საერთაშორისო ”წნეხის მოხსნა” მოყვეს. ”და ეს არც მოხდება,” - დასძინა ბოკერიამ.

ზოგადად ჟენევის მოლაპარაკებებზე, კერძოდ კი მის მეცამეტე რაუნდზე საუბრისას, ბოკერიამ განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეების მცდელობის მიუხედავად, ”ფუნდამენტურ საკითხებზე”, მათ შორის დეოკუპაციაზე და დევნილთა დაბრუნებაზე რაიმე პროგრესზე საუბარი ”როგორც მინიმუმ ნაადრევია.” ”ეს არ ნიშნავს, რომ ჟენევის პროცესი არ უნდა გაგრძელდეს; ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი შენარჩუნდეს,” – დასძინა მან.

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები საქართველოდან, რუსეთიდან, აშშ-დან, ასევე ცხინვალიდან და სოხუმიდან 14 ოქტომბერს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მეცამეტედ შეიკრიბნენ.    
 
”მთლიანობაში ადგილზე სიტუაცია შეფასდა როგორც მშვიდი, მაგრამ მყიფე,” – ნათქვამია მოლაპარაკებების შემდეგ თანათავმჯდომარეთა მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენელმა პიერ მორელმა, ეუთოს წარმომადგენელმა ბოლატ ნურგალიევმა და გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების მონაწილეთა ”განსაკუთრებული ყურადღება” მიიპყრო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის თომას ჰამარბერგის მოხსენებამ დაკარგულ ადამიანთა საქმეების გამოძიების მონიტორინგის შესახებ.

”თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს მოხსენებაში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულების, ასევე დაკავებულ პირთა საკითხზე მუშაობის გაგრძელების საჭიროებას,” – ნათქვამია თანათავმჯდომარეთა განცხადებაში.

დაკარგულ პირთა გარშემო არსებული უთანხმოება იყო მიზეზი, რის გამოც ცხინვალი უკვე ერთ წელზე მეტია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა. ეს მექანიზმი ითვალისწინებს რეგულარულ შეხვედრებს თბილისის და ცინვალის წარმომადგენლებს შორის, რომელშიც სეპარატისტულ რეგიონში განთავსებული რუსეთის ჯარების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. შეხვედრებზე შუამავლის როლს ევროკავშირის დამკვირვებლები ასრულებენ. 

მეცამეტე რაუნდის შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მათ დააფიქსირეს მონაწილეთა მზადყოფნა ამ თვის ბოლოსთვის აღადგინონ ამ ფორმატში შეხვედრები.

მათ ”სინანულით აღნიშნეს” ცხინვალის წარმომადგენელთა გადაწყვეტილების შესახებ არ მიეღოთ მონაწილეობა იმ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ჰუმანიტარულ და დევნილთა დაბრუნების საკითხებს განიხილავს. ცხინვალმა გააპროტესტა შეხვედრაზე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის განხილვა, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. ამ ჯგუფის შეხვედრისას, როგორც ხდება ხოლმე, კვლავაც განხილული იყო ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი, რომელიც ძალის არ გამოყენების შესახებ ხელშეკრულების დადებას ეხება. ამავე ჯგუფში განიხილება წინადადებები სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხეობის მექანიზმების დაფუძნების შესახებ. მეცამეტე რაუნდის დროს ამ საკითხებზე კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბოლატ ნურგალიევმა, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეს ქვეყნის, ყაზახეთის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ეუთო მზად არის დაიწყოს სამხრეთ ოსეთში არსებული ზონკარის წყალსაცავის სარემონტო სამუშაოები. მისი თქმით, ეს პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნება დაფინანსებული, ხელს შეუწყობს, წყალსაცავის უსაფრთხოებას და რეგიონში სარწყავი წლით მომარაგების პრობლემის მოგვარებას.

მონაწილეები შეთანხმდენე, რომ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 16 დეკემბერს გამართონ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14