Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კონსტიტუციის ახალი მოდელი მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ოქტ.'10 / 19:49

პარლამენტმა 15 ოქტომბერს 112 ხმით 5–ის წინააღმდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მომდევნო პრეზიდენტის უფლებამოსილებებს პრემიერ–მინისტრისა და მისი მთავრობის გაძლიერების ხარჯზე.

ეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კონსტიტუციური სისტემის მეორე áƒ›áƒáƒ¡áƒ¨áƒ¢áƒáƒ‘ური ცვლილებაა; მოქმედ მოდელში, რომელიც 2004 წელს იქნა მიღებული, ძალაუფლება, ძირითადად, პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი. 

ახალი კონსტიტუციის დებულებების უმეტესობა მას შემდეგ შევა ძალაში, რაც 2013 წლის ოქტომბერში არჩეული ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს. საკონსტიტუციო პროექტის თავდაპირველი ვარიანტში ამოქმედების ვადად 2013 წლის 1 დეკემბერი იყო განსაზღვრული, თუმცა ეს შეიცვალა და პირდაპირ დაუკავშირდა ახალი პრეზიდენტის არჩევნებს.

მიღებულმა ტექსტმა, რომლის საბოლოოდ რედაქტირებული ვარიანტი დადებული პირობის მიუხედავად, 15 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე არ დარიგებულა, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განიცადა.

ერთი მათგანი უკავშირდება პრეზიდენტის áƒ™áƒáƒœáƒ“იდატისთვის დაწესებულ საარჩევნო ცენზს. მიღებული რედაქციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს 35 წლიდან საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 5 წელი მაინც უცხოვრია და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ბოლო 3 წელი ცხოვრობს საქართველოში – ეს დებულება შეიცვალა მესამე მოსმენის წინ. პირველი და მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტებში პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო დაბადებით საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 15 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უკავშირდება მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ბოლო, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატზე საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევის ეტაპის ვადის კიდევ 5 დღით შემცირებას. უნდობლობის პროცედურას დასჭირდება 45 ან 55 დღე, ან პრემიერ–მინისტრობის კანდიდატზე პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში 77 ან მაქსიმუმ 92 დღე. პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, ამ პროცესს შესაძლოა მაქსიმუმ 127 დღე დასჭირვებოდა.

პარლამენტში ახალი მოდელის მიღების დღეს ვენეციის კომისია, 15–16 ოქტომბერს მიმდინარე პლენარული სხდომის ფარგლებში პროექტზე საბოლოო დასკვნებსა და რეკომენდაციებს განიხილავდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითია, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების მომენტისთვის ვენეციის კომისიას, რომელმაც ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს მოუწოდა  საქართველოს ხელისუფლებას დალოდებოდა áƒ¡áƒáƒ‘ოლოო რეკომენდაციებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე "ზედმიწევნით გაეთვალისწინებინა“ ისინი, საბოლოო დასკვნა გამოქვეყნებული არ ჰქონდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7