Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი ჩრდილოეთ კავკასიასთან უვიზო რეჟიმზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ოქტ.'10 / 11:43

საქართველოს გადაწყვეტილება 90–დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღოს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ამ რეგიონთან, რომელიც რუსეთის ფედერალური ძალების "ტერორის“ ქვეშ იმყოფება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.

"ეს ხალხი, ვინც ცხოვრობს ჩრდილოეთ კავკასიაში, დღეს იმყოფებიან ფედერალური ძალოვანო სტრუქტურების ტერორის ქვეშ,“ – განაცხადა მერაბიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2“–თან ინტერვიუში, რომელიც 16 ოქტომბერს გადაიცა.

"ამიტომ, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, ჩვენთვის არის მომგებიანი, რათა მოხდეს უფრო მეტი ინტეგრაცია ჩრდილოეთ კავკასიური ხალხისა საქართველოსთან, მიეცეთ საშუალება საქართველოს მეშვეობით დაუკავშირდნენ დანარჩენ დასავლურ სამყაროს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება; ეს ადამიანები ჩამოვლენ საქართველოში საკუთარი ბიზნესის განსახორციელებლად, დასასვენებლად, სამკურნალოდ,“ – განაცხადა მერაბიშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად დაწესების თაობაზე "პროვოკაცია“ და რეგიონის "დესტაბილიზაციის" მცდელობაა. ეს გადაწყვეტილება ქართულმა ოპოზიციამაც გააკრიტიკა.

მერაბიშვილის ინტერვიუს ნაწყვეტი ტელეკომპანია "რუსთავი 2“–მა თავის გადაცემა „კურიერი P.S.“ –ის სიუჟეტში გამოიყენა, რომელიც საქართველოს ამ გადაწყვეტილების გამართლებას მიეძღვნა.

"შეიძლება არაფერი გაგეგებოდეთ პოლიტიკისა; შეიძლება არ იცოდეთ სად არის რუკაზე ყაბარდო-ბალყარეთი, ან ყარაჩაი-ჩერქეზეთი... მაგრამ ერთი უტყუარი ნიშნით ყოველთვის მიხვდებით, რომ საქართველომ რაღაც სწორად გააკეთა - იმით რომ რუსეთი გაბრაზდა,“ – განაცხადა ჟურნალისტმა თავის სიუჟეტში.  
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16