Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსმა ჯარისკაცებმა პერევი დატოვეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ოქტ.'10 / 11:20

რუსმა სამხედროებმა 18 ოქტომბერს, საღამოს საჩხერის რაიონის სოფელ პერევი დატოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი "სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასა.

"თითოეული სოფლის დეოკუპაცია უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და, განსაკუთრებით, ამ სოფლების მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის,“ – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

"თუმცა, ხაზგასასმელია, რომ სოფ. პერევიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანა მხოლოდ მიკროსკოპული ნაბიჯია იმ ვალდებულებების ფონზე, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად,“ – ნათქვამია განცხადებაში.

სოფელში განთავსებული რუსული ძალები პატარა ადგილობრივ გზას აკონტროლებდნენ, რომელიც ახლომდებარე სამხრეთ ოსურ სოფელს დანარჩენ სეპარატისტულ რეგიონს უკავშირებდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა 14 ოქტომბერს, როდესაც გაკეთდა განცხადება პერევიდან რუსული ძალების გაყვანის განზრახვის თაობაზე, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ახალი, ალტერნატიული გზა გაიყვანეს და ამიტომ რუსული ძალები მზად იყვნენ დაეტოვებინათ სოფელი.

სოფელი პერევი საჩხერის რაიონში შედის და ერთადერთი ადგილი იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსული კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 2008 წლის დეკემბერში რუსულმა ძალებმა ცოტა ხნით დატოვეს სოფელი, თუმცა ამ ნაბიჯიდან რამოდენიმე საათში ისევ შემოვიდნენ და ხელახლა მოაწყვეს გამშვები პუნქტები. რუსულმა მხარემ დაბრუნების მიზეზად პერევში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების სწრაფი განთავსება დაასახელა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14