Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე რუსეთ–საქართველოს დავის "კრეატიული გადაწყვეტისკენ“ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ოქტ.'10 / 17:57

მოსკოვი აცნობიერებს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების გზაზე დაბრკოლების მოსახსნელად "გარკვეული კრეატიული გადაწყვეტაა“ საჭირო, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლოურენს სამერსმა 20 ოქტომბერს, თუმცა დეტალებზე, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი, არ უსაუბრია.

სამერსმა, რომელიც პრეზიდენტ ობამას ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორია და რომელმაც მოლაპარაკებები გამართა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსკოვში, განაცხადა, რომ რუსეთის განაცხადი ვმო–ში გაწევრიანებაზე შესაძლოა წარმატებით დასრულდეს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პირველ ვიცე–პრემიერთან გამართული "უაღრესად კონსტრუქციული“ მოლაპარაკებების დროს, საუბარი საქართველოს პოზიციასაც შეეხო.

ქართველმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა, რამოდენიმეჯერ გაიმეორეს ამ ბოლო დროს, რომ საქართველო მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვმო–ში, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით – რუსეთმა უნდა შეასრულოს ვმო–ს წესები.

კერძოდ, საქართელოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების "გამჭირვალობა“.

ოქტომბრის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ–მ და რუსეთმა "მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს ორმხრივი საკითხების მოგვარების საქმეში და რომ რუსეთმა ვმო–ში გაწევრიანებისკენ "მნიშვნელოვანი ნაბიჯები“ გადადგა. 

"პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ დაეხმარება რუსეთის მცდელობებს ბოლომდე მიიყვანოს დარჩენილი ნაბიჯები მრავალმხრივ მოლაპარაკებებში, რათა რუსეთმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს ვმო–ში გაწევრიანება,“ – განაცხადა თეთრმა სახლმა 1 ოქტომბერს რუსეთის და აშშ–ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15