Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”ჯაშუშების” საქმეზე 4 რუსეთის და 9 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ნოე.'10 / 13:20

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია სულ 13 პირი, რომელთაგან ცხრა საქართველოს მოქალაქე, ხოლო ოთხი რუსეთის მოქალაქეა, განაცხადა 5 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
 
სამინისტროც ცნობით, დაკავებულთა შორის ექვსნი - ვიაჩესლავ კლუჟნიკოვი, გაბრიელ უსკალიშვილი, დავით მესხიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე და ტარიელ აბაშიძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავები არიან.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ასევე არიან მეზღვაური და რადიოსპეციალისტი ედუარდ აბდულაევი; რუსლან გალოგრე, რომელიც ბათუმში სასტუმრო ”ო.გალოგრეს” ტექნიკურ მენეჯერად მუშაობდა და ბაკურ კიღურაძე, რომელიც, შსს-ს ცნობით, ”გლობალიზაციის ინსტიტუტის” დამფუძნებელია. ამ უკანასკნელის დაკავების შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდე 2010 წლის ივლისში გავრცელდა ქართულ პრესაში.

შსს-ს ცნობით დაკავებულ რუს მოქალაქეებს შორის არიან: არმენ  გევორქიანი და რუბენ შიკოიანი, რომლებიც  Saybolt Core Laboratories Company-ის ბათუმის ფილიალს ხელმძღვანელობდნენ; ასევე წარმოშობით ქობულეთელი ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე და იური სკრილრპნიკოვი, რომელიც შსს-ს განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მეკავშირეა და რომელიც ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში დააკავეს.

ოთარ ორჯონიკიძემ, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ აღნიშნული პირები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთან ე.წ. გრუსთან ფარულ კავშირში იმყოფებოდნენ.
 
”აღნიშნული ოპერაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობა 2006 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად პირი, რომელიც გამოცხადდებოდა ნებაყოფლობით და აღიარებდა მის კავშირს უცხოეთის სპეცსამსახურთან, იგი გათავისუფლდებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან,” – განაცხადა ორჯონიკიძემ.

”ამის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა არაერთმა ადამიანმა, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა სწორედ ეს ოპერაცია. ოთხწლიანი მუშაობის შემდგომ 2010 წლის ოქტომბერს წარმატებით დასრულდა ამ ოპერაციის პირველი ეტაპი,” – დასძინა მან.

შსს-ს ცნობით, თავდაპირველად 15 პიროვნება იყო დაკავებული, თუმცა მათგან ორს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციის ფარგლებში, სახელწოდებით ”ენვერი”,  საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ”გრუ-ში ჩანერგა საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების ნდობა მოიპოვა და მათ სტრუქტურაში მეკავშირედ მუშაობა დაიწყო.”

”ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად მას გადასცეს სპეციალური აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის დაშიფრვა ხდებოდა. აღნიშნულმა პიროვნებამ ეს აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცა, რის შემდგომაც მათი მუშაობის სპეციფიკის შესწავლა გახდა შესაძლებელი,” – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7