Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთს ჯაშუშობაში ბრალდებულ მის მოქალაქეებთან საკონსულო დაშვება სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ნოე.'10 / 11:50

რუსეთმა 18 ნოემბერს უარყო გავრცელებული ცნობა, რომ რუსმა დიპლომატებმა მოინახულეს ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოში დაკავებული რუსეთის ოთხი მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 15 ნოემბერს განაცხადა, რომ რუს დიპლომატს მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდა ერთ–ერთ დაკავებულს და დასძინა, რომ შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში, არ იქნებოდა დანარჩენ ბრალდებულებთანაც შეხვედრის პრობლემა.

“ნინო კალანდაძის განცხადებას არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან,“– განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი საზონოვმა 18 ნოემბერს.

მისი თქმით, მოსკოვმა შვეიცარიის საელჩოში მისი ინტერესების სექციის მეშვეობით 12 ნოემბერს მოითხოვა მის მოქალაქეებთან საკონსულო დაშვება.

“ამ მოთხოვნაზე ჯერაც არ არის პასუხი,“– განაცხადა საზონოვმა, "რუსეთი კვლავაც დაჟინებით მოითხოვს საკონსულო დაშვებას, როგორც ეს გათვალისწინებულია საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციით და ასევე ცივილიზებული ურთიერთობების ელემენტარული ნორმებით“.

საქართველომ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ 13 ადამიანი, მათ შორის რუსეთის ოთხი მოქალაქე იყო დაკავებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

შსს-ს ცნობით დაკავებულ რუს მოქალაქეებს შორის არიან: არმენ გევორქიანი და რუბენ შიკოიანი, რომლებიც  Saybolt Core Laboratories Company-ის ბათუმის ფილიალს ხელმძღვანელობდნენ; ასევე წარმოშობით ქობულეთელი ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე და იური სკრილნიკოვი, რომელიც შსს-ს განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მეკავშირეა.

სკრილნიკოვი ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში დააკავეს. 7 ოქტომბერს ბათუმის სასამართლომ  ის დამნაშავედ ცნო ყალბი ფულის დამზადება-გავრცელებაში და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ეს განაჩენი, როგორც "მორიგი პროვოკაცია რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ“, რომელიც წარსულში მსახურობდა აწ უკვე დახურულ რუსულ სამხედრო ბაზაზე ბათუმში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13