Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აქტივისტების ჯგუფი ოფშორული კომპანიების მიერ ტელევიზიების ფლობის სრულ აკრძალვას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ნოე.'10 / 16:29

ის საკითხი, რომ ოფშორული ფირმები მაქსიმუმ 10%–იან წილს შეიძლება ფლობდნენ ტელევიზიებში, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და ეს თემა ღია რჩება დისკუსიისთვის, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

"არ ვფიქრობ, რომ ეს 10% არის გადამწყვეტი მედიის მესაკუთრეთა გამჭივალეობასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა ამ ნაწილში მსჯელობა კიდევ გაგრძელდება. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოოდ, ამას უკვე ალბათ [იურიდიულ საკითხთა] კომიტეტის სხდომაზე გადავწყვეტთ,“– განაცხადა მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 24 ნოემბერს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე, სადაც  მედია მფლობელთა გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად მაუწყებლობის შესახებ კანონში მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ მომზადებული ცვლილებები განიხილეს, მედია ექსპერტების ჯგუფმა გააკრიტიკა 10%–იანი გამონაკლისის დაშვება ოფშორული კომპანიებისათვის და ამ დებულების საერთოდ გაუქმება მოითხოვა, რათა მედია მფლობელთა ვინაობა 100%–ით გამჭირვალე გახდეს საზოგადოებისთვის.

კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, 10%–იანი შეზღუდვა გამომდინარეობს ლიბერალური მიდგომებიდან და ასევე იმ ალბათობიდან, რომ ტელევიზიების აქციები შეიძლება გაიყიდოს საფონდო ბირჟებზე. მათი მტკიცებით, არასწორია "შავი ხვრელების“ დატოვებაზე საუბარი, რადგან 10%–იანი წილის მფლობელი გადაწყვეტილების მიმღები ვერ იქნება.

თუმცა ექსპერტების მოსაზრებით, თავისუფლად შეიძლება, რომ 10%–იანი წილის მფლობელი იყოს ტელევიზიაში გადაწყვეტილების მიმღებიც და სრული დამფინანსებელიც, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ ფინანსური გამჭირვალობის უზრუნველყოფას კანონპროექტი არ ითვალისწინებს.

26 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ინიციატივის გამოცხადებისას ხაზი გაუსვა, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა მედია–საშუალებების მფლობელთა და დაფინანსების გამჭირვალობაც.

"რატომ არ შეიძლება, რომ რაც ითქვა, ის მაინც გაკეთდეს?“– მიმართა მედია ექსპერტმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ნინო დანელიამ კანონპროექტის ინიციატორებს, "პრობლემა უნდა მოგვარდეს ბოლომდე. თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები“.

მან ასევე აღნიშნა, რომ მედია გარემოს გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის მხოლოდ ტელევიზიის მფლობელთა გამჭირვალობა და ამას "კომპლექსური მიდგომა“ სჭირდება.

მას მხედველობაში ჰქონდა მედია და იურიდიულ ექსპერტთა მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის გაზიარება, რომელიც  ეხება არა მხოლოდ მედია–მფლობელთა გამჭირვალობის საკითხებს, არამედ ისეთ თემებსაც მოიცავს, როგორიცაა საჯარო ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

თუმცა კუბლაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ინიციატივის ფარგლებში რეგულირდება მხოლოდ მედია მფლობელთა გამჭირვალობის საკითხი და სხვა საკითხები, მათ შორის ფინანსური გამჭირვალობის დამატებითი მექანიზმების შემოღება ამ ეტაპზე არ განიხილება. "თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს თემები დახურულია,“– დასძინა მან.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16