Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვის რეაქცია სააკაშვილის "ცალმხრივ დეკლარაციაზე“ ძალის არ გამოყენების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ნოე.'10 / 18:34

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ძალის არ გამოყენების შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის პირობის "სერიოზულად აღქმა“ შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის "ქაღალდზე დაიტანება და იურიდიულ ძალას შეიძენს“.

“რუსეთი კვლავაც მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ გზა გადის ძალის არ გამოყენების შესახებ იურიდიულად გამაგრებულ ვალდებულებებზე თბილისსა და ცხინვალს და ასევე თბილისსა და სოხუმს შორის,“– ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

23 ნოემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ცალმხრივი დეკლარაციის“ ფორმით პირობა დადო, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად; და მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში დაიტოვებს ძალის გამოყენების უფლებას.

რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, სააკაშვილის ეს განცხადებები "ორმაგ შთაბეჭდილებას“ ახდენს.

ერთის მხრივ, „ძალიან გვინდა გვჯეროდეს“, რომ თბილისში გაიაზრეს "თანამედროვე მსოფლიოში ძალისმიერი, სამხედრო მეთოდებით პრობლემების გადაწყვეტის დაუშვებლობა და დანაშაულებრიობა“.

“მაგრამ ის, თუ როგორ ხდება თბილისის ე.წ. "ცალმხრივი საზეიმო ვალდებულების“ მიწოდება, არ შეიძლება რომ არ გვაღელვებდეს. ბატონი სააკაშვილი კვლავაც ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას რუსეთსა და საქართველოს შორის რაიმე კონფლიქტის არსებობაში მაშინ, როცა საუბარი უნდა წარიმართოს მრავალწლიან კონფლიქტზე თბილისსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს შორის, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მორიგი სამხედრო ავანტიურის შედეგად გადაწყდა ამ ხალხების საბოლოო სახელმწიფოებრივი თვითგამორკვევით,“– აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

“ამას გარდა, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა  საქართველოს ხელმძღვანელებს ვერაგულად მიაქვთ უკან თავისი სიტყვები. ყველას ჩვენ გვახსოვს, მაგალითად, სააკაშვილის "მშვიდობისმოყვარე“ ტელემიმართვა 2008 წლის 7 აგვისტოს, სულ რაღაც რამოდენიმე საათით ადრე ცხინვალზე ბარბაროსულ ღამის თავდასხმამდე,“– აცხადებენ მოსკოვში.  

მოსკოვი დიდი ხანია - ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე და მის შემდეგაც - მოითხოვდა ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებების ხელმოწერას თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის. რუსეთის ერთ–ერთი ბოლო შემოთავაზება გულისხმობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალცალკე, "ცალმხრივი დეკლარაციების“ ხელმოწერას თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ. თავად რუსეთი უარს ამბობს ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, რადგანაც თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს.

თბილისის პოზიცია იყო, რომ ის სრულად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ძალის არგამოყენების ვალდებულებასაც შეიცავს, თუმცა იგი მზად იყო კიდევ ცალკე, დამატებითი შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი იმ პირობით, თუ რუსეთი იქნებოდა ამ შეთანხმების მხარე  და არა ცხინვალი და სოხუმი. საქართველოს სურვილი იყო, რომ ახალ შეთანხმებაში ის ვალდებულებებიც ასახულიყო, რომელიც რუსეთმა ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აიღო და რომლის თანახმადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იმ პოზიციაზე უნდა დაბრუნდნენ, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე იყვნენ განლაგებული.

სააკაშვილის განცხადება ევროპარლამენტში უფრო ახლოსაა იმ წინადადებასთან, რომელიც მოსკოვმა ბოლოს წამოაყენა და რომელიც ცალცალკე, "ცალმხრივი დეკლარაციების“ გაკეთებას ითვალისწინებას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12