Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო “გლობალური კორუფციის ბარომეტრის” კვლევაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 დეკ.'10 / 18:20

86 ქვეყანას შორის საქართველოში ყველაზე მაღალია იმ რესპონდენტთა ოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ მთავრობის ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში "ეფექტურია“, ნათქვამია 2010 წლის კვლევაში "გლობალური კორუფციის ბარომეტრი", რომელიც Transparency International-მა 9 დეკემბერს გამოაქვეყნა.

გამოკითხვის თანახმად, რომლის მიზანიცაა იმის გარკვევა თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები მათ ქვეყნებში არსებულ კორუფციის დონეს, საქართველოს რესპონდენტთა 77%–მა განაცხადა, რომ მთავრობის ძალისხმევა "ეფექტური“ ან "ძალიან ეფექტურია“ კორუფციის დაძლევის საქმეში.

აღნიშნული გამოკითხვა ჩაატარდა ქართული კომპანია "გორბის“ მიერ, რომელმაც თბილისის 500 მაცხოვრებელი გამოკითხა.

საქართველო ასევე ლიდერობს იმ რესპონდენტთა რაოდენობით, რომლებიც აცხადებენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფცია "შემცირდა“ ან "ძალიან შესამჩნევად შემცირდა“; ასეთი გამოკითხულთა 78%-ია.

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 56%–ს მიაჩნია, რომ მთავრობა ყველაზე სანდო ინსტიტუტია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და მხოლოდ 2%–მა დაასახელა მედია ამ თვალსაზრისით ყველაზე სანდო ინსტიტუტად.

პოლიტიკური პარტიები და სასამართლო სისტემა კვლავ იმ ინსტიტუტებად რჩება, რომლებიც ყველაზე კორუმპირებულად მიიჩნევა 2.9 ქულით 1–დან 5–მდე შკალაზე, სადაც 1 ნიშნავს არაკორუმპირებულს, ხოლო 5 – ძალიან კორუმპირებულს; ამ ორ ინსტიტუტს მოყვებიან სახელმწიფო მოხეელები 2.7 ქულით; შემდეგ მოდის პარლამენტი 2.6 ქულით, ბიზნესი და მედია – თითოეული 2.4 ქულით.

ქართული ეკლესია (1.4 ქულით), ჯარი (1.8) და პოლიცია (2.1) ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულად მიიჩნევიან; შემდეგ მოდის არასამთავრებო სექტორი 2.2 ქულით.

2010 ”გლობალური კორუფციის ბარომეტრი”  ეფუძნება 91 000-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგებს 86 ქვეყანასა და სხვადასხვა სტატუსის მქონე ტერიტორიაზე.

გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით 10–დან 6 ადამიანი აცხადებს, რომ კორუფციის დონე გაიზარდა ბოლო სამი წლის მანძილზე და ოთხიდან ერთი ადამიანი ამბობს, რომ გასულ წელს ქრთამი გადაიხადა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10