Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მაკკეინი საქართველოსთვის იარაღის მიყიდვისკენ კვლავაც მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 დეკ.'10 / 17:45

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ობამას ადმინისტრაციას ”განაახლოს საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვა”. მისი თქმით, ვაშინგტონმა თბილისს ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემა მაინც უნდა მიაწოდოს.

”ძირითადად რუსეთისთვის ანგარიშის გაწევის გამო, ორი წელია რაც საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვა არ არის სანქცირებული. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. საქართველო სულ ცოტა ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემით და სხვა ძირითადი საშუალებებით მაინც უნდა მოვამარაგოთ რათა მისი თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს,” - განაცხადა მან 10 დეკემბერს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამოსვლისას.

სენატორმა მაკკეინმა მსგავსი ქმედებისკენ 2010 წლის აგვისტოში Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაშიც მოუწოდა.
 
მაკკეინმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ”რუსეთთან დაკავშირებით მეტი რეალიზმისკენ” მოუწოდა, განაცხადა, რომ "რუსეთს უნდა მოვეპყრათ როგორც ზომიერი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს - როგორიც ის ამჟამად არის და არა როგორც ზესახელმწიფოს, როგორიც ის ერთ დროს იყო“.

”ეს იმას ნიშნავს, ნაწილობრივ, რომ უფრო მტკიცედ უნდა დავდგეთ ჩვენი ინტერესების და ღირებულებების დასაცავად,” - განაგრძო მან, ”დასაწყისისთვის, ჩვენ უნდა აღვადგინოთ თავდაცვითი იარაღის მიყიდვა საქართველოსთვის”.

მისი თქმით, ცენტრალურ  და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ–ის მოკავშირეები საქართველოს უყურებენ, როგორც ტესტს, რამდენად ბოლომდე იდგება ვაშინგტონი მის გვერდით. ”საქართველო ასევე ტესტია რუსეთისთვისაც – რამდენად გაუვა მას საქართველოსთან - და თუ გაუვა, მაშინ იგივეს სხვაგანაც იზავს,” განაცხადა მაკკეინმა.

სენატორ მაკკეინის განცხადება, როგორც ჩანს, იმ დისკუსიის ნაწილია, რომელიც სავარაუდოდ, ვაშინგტონში საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის თემაზე კვლავაც მიმდინარეობს. აშშ–ის საელჩოების ორ საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც დეკემბრის დასაწყისში WikiLeaks-მა გამოაქვეყნა, სწორედ ამ საკითხებზე იყო მსჯელობა.

2009 წლის ნოემბერში თბილისში აშშ-ს საელჩოდან გაგზავნილ კიდევ ერთი ტელეგრამის მიხედვით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებულ პრობლემას ”ჩუმი ემბარგო” უწოდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15