Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
“მაესტრო“ კიწმარიშვილისგან გამიჯვნას ცდილობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 დეკ.'10 / 18:14

  • ბექაური კიწმარიშვილს პოლიტიკურ და ფინანსურ ზეწოლაში ადანაშაულებს;
  • “მაესტრო“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის;
  • “მაესტროს“ მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს;
  • ტელეკომპანია áƒ“აფინანსების ახალი წყაროების áƒ›áƒáƒ«áƒ˜áƒ”ბას იწყებს.

ტელეკომპანია "მაესტრო“ მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და იძულებულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდეს იმ ფონზე, როცა მისი მმართველი კომპანიის დამფუძნებელი და ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი ფინანსური წყაროების გადაკეტვის გზით ცდილობს ტელეკომპანია მისი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი გახადოს, განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა.

კიწმარიშვილის მიერ დაარსებულ "რუსთავის მედია -მართვის კომპანია" "მაესტროს" მენეჯმენტი სამი წლის ვადით 2009 წლის ნოემბერში გადაეცა. 2010 წლის მარტში კიწმარიშვილმა კახა ბექაური ტელეკომპანიის ახალ დირექტორად დანიშნა, რომელსაც ტელევიზიის ყოველდღიური მენეჯმენტი ჩააბარა. მას შემდეგ კიწმარიშვილმა, რომელმაც პარტნიორებთან ერთად ქართული პარტია დააფუძნა, რამდენჯერმე განაცხადა, რომ ბექაურის დანიშვნის შემდეგ მას აღარაფერი აქვს საერთო "მაესტროსთან“.

მსგავსი განცხადება გააკეთა კახა ბექაურმა 23 დეკემბერს, როცა "მაესტრომ“ ფინანსებთან დაკავშირებული "ტექნიკური პრობლემების“ მოტივით მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, თუმცა ორ დღეში კვლავ განაახლა. მაშინ მან განაცხადა, რომ კიწმარიშვილი ტელეკომპანიის საქმეებში უკვე დიდი ხანია რაც აღარ მონაწილეობდა და რომ მაუწყებლობის შეწყვეტა კიწმარიშვილს არ უკავშირდება.

თუმცა 29 დეკემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ბექაურმა განაცხადა, რომ კიწმარიშვილი ცდილობდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. მისი თქმით, კიწმარიშვილს ამ ნაბიჯებისკენ ქართულ პარტიაში მისი ერთ–ერთი პოლიტიკური პარტნიორი აქეზებდა, რომელიც მან ამ ეტაპზე არ დაასახელა.

“ბუნებრივია იყო სხვადასხვა საკითხები, ეთერში გასული საკითხები თუ თოქ–შოუში დასმული კითხვები, რომლებიც მათ აღიზიანებდათ, რომელიც ჩემთან გასარჩევი თემა გახდა და იყო ეს კონკრეტიკები,“– აცხადებს ბექაური, „ისინი ამ პროცესში დარწმუნდნენ იმაში, რომ ჩემთან, ერთი, რომ ეს არ გავიდოდა და მეორე, ჩემი იქ ყოფნით, იმის შეცვლა, რაც მათ უნდოდათ ეთერში, ამას ვერ მოახერხებდნენ“.

ამ მიზეზის გამო, არხის გენერალური დირექტორის თქმით, კიწმარიშვილმა მისი თანამდებობიდან გაშვება მოინდომა.

“ეს პირდაპირ ჩემთვის იყო ნათქვამი რამდენჯერმე: ‘თუ შენ გადადგები, იქნება ფინანსები’, რომელიც მას აქვს, მაგრამ არ იძლევა იმიტომ, რომ მე არ მივდივარ თანამდებობიდან,“– განაცხადა ბექაურმა და აქვე დასძინა, რომ „მაესტროს“ მფლობელებისგან დამოუკიდებლად კიწმარიშვილს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების უფლება არ აქვს.

მისი თქმით, არხი ფინანსურად ბოლოს დროს დამოკიდებული იყო მხოლოდ მმართველ კომპანიაზე და მცირე სარეკლამო შემოსავლებზე, რადგან „აპოლიტიკური“ დაფინანსების მესამე წყარო იმის გამო გადაიკეტა, რომ ტელეკომპანიასთან ასოცირებული კიწმარიშვილი პოლიტიკაში წავიდა და გამოდიოდა, რომ „უკვე სახსრებს აძლევდნენ არა დამოუკიდებელ პიროვნებას“.

იმის გამო, რომ მმართველ კომპანიასა და მფლობელებს შორის გაფორმებული სამწლიანი კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები არხის დაფინანსების ნაწილში შესრულებული არ არის, ბექაურის განცხადებით, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

მისი თქმით,  კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურები დღეიდან დაიწყება და თუ კიწმარიშვილის კომპანიამ 14 დღეში არ შეასრულა ფინანსური ვალდებულებები, სამი თვის თავზე კონტრაქტი გაუქმდება.

მან ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანიის თანადამფუძნებელთან მამუკა ღლონტთან ერთად აპირებს  დაიწყოს მოლაპარაკებები პოტენციურ დონორებთან ახალი ფინანსური წყაროების მოზიდვის მიზნით.

“ვთხოვ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გრანტული წესით აფინანსებდა მაესტროს მანამ, სანამ ეროსი კიწმარიშვილი პოლიტიკაში წავიდოდა, ჩვენ მათ ბატონ მამუკასთან ერთად შევხვდებით, მზად ვართ, რომ ყველა თემა გავიაროთ იმისთვის, რომ გადარჩეს "მაესტრო“,– განაცხადა მან და ასევე ხაზი გაუსვა, რომ არხის მფლობელობაში არანაირი ცვლილებები არ განხორციელებულა.

ტელეკომპანია "მაესტრომ“ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ არხის ახალი ამბების სამსახური "იძულებულია“ გადავიდეს მუშაობის საგანგებო რეჟიმზე "მძიმე ფინანსური პრობლემების“ გამო და იმის გამო, რომ "არხს არ გააჩნია თუნდაც მინიმალური საარსებო რესურსი, რომ ახალი ამბების სამსახურმა ჩვეულ რეჟიმში აწარმოოს ინფორმაციის მოპოვება, გადაღება და საეთეროდ მომზადება“.

“ამ დროიდან ჩვენ მოგაწვდით  მხოლოდ იმ ინფორმაციას, მხოლოდ იმ სიხშირით და რაოდენობით რის საშუალებასაც ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა მოგვცემს,“– განაცხადა ტელეკომპანიამ თავის შუადღის საინფორმაციო გამოშვებაში.

საინფორმაციო გამოშვებების გარდა, ტელეკომპანია თოქ-შოუებს და ასევე ჟურნალისტურ გამოძიებებს გადასცემს. მაისში "მაესტრომ“ განახლებული სტუდიებით დაიწყო სატელიტური მაუწყებლობა. თუმცა, რამოდენიმე თვეში ტელეკომპანიამ შეწყვიტა სატელიტური მაუწყებლობა და ამის მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9