Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
"მაესტროს“ გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 დეკ.'10 / 14:59

“მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა 31 დეკემბერს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, რათა მმართველი კომპანიის დამფუძნებელმა და ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა შეასრულოს ვალდებულებები და ტელეკომპანიის თანამშრომელთა სახელფასო დავალიანება დაფაროს.

მისი თქმით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური "შანტაჟის“ ერთ–ერთი მიზეზი იყო გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების სურვილი. ბექაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა  29 დეკემბერს გახმოვანებული ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილს ტელეკომპანიის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება სურდა, რაშიც მხარდაჭერა მისგან ვერ მიიღო. კიწმარიშვილმა 30 დეკემბერს უარყო ბრალდებები, რომ ის რაიმე ფორმით ერეოდა ტელეკომპანიის საქმეებში.

იმავდროულად, 31 დეკემბერს ტელეკომპანიის დამფუძნებელთა სახელით მამუკა ღლონტმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც “რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს სთავაზობენ უახლოესი ათი დღის განმავლობაში სრულად დაფაროს ტელეკომპანიის მიმართ არსებული დავალიანება და შეწყდეს სტუდია “მაესტროსა” და “რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” შორის არსებული ხელშეკრულება“.

“წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეკომპანია “მაესტრო” გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს საკუთარი უფლებების დასაცავად,“– ნათქვამია განცხადებაში.

„მაესტროს“ დამფუძნებლებმა კიწმარიშვილის კომპანიას ტელეკომპანიის მენეჯმენტი სამი წლის ვადით 2009 წლის ნოემბერში გადასცეს. კიწმარიშვილმა თავი აარიდა პოზიციის დაფიქსირებას კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით "მაესტროს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ბექაურის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ ამ ხელშეკრულების გაუქმების პროცედურები უკვე დაიწყო და ახალი ფინანსური წყაროების მოძიება სურს.

29 დეკემბრიდან "მაესტროს“ საინფორმაციო სამსახური ფინანსური პრობლემების მოტივით არაორდინალურ რეჟიმში მუშაობს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22