Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი: "აქციის მონაწილეთა მიმართ კანონმდებლობა უხეშად დაირღვა"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 იან.'11 / 17:37

მოშიმშილე ვეტერანთა აქციის დაშლა "უსაფუძვლო“ იყო, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა "კანონმდებლობის უხეშ დარღვევას“, ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ 4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს მთავარ პროკურორს და შს მინისტრს, რათა დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. 

“აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი და სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაშინ როცა აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას,“– ნათქვამია განცხადებაში, "ამასთან პირები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და რიგ შემთხვევაში  აკავებდნენ შეკრების მონაწილეებს, ატარებდნენ სამოქალაქო ფორმას, რაც მათ იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდიდა“.

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "არც ერთ დაკავებულ პირს, დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია“, თერთმეტი დაპატიმრებულიდან ორს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა.
 
ობუდსმენის განცხადების თანახმად, აქცია "კანონის სრული დაცვით“ მიმდინარეობდა – "აქციის მონაწილეებს დაკავებული არ ჰქონიათ გზის სავალი ნაწილი, არ გადაუკეტავთ მოძრაობა და არ დაურღვევიათ შეკრება–მანიფესტაციის ჩატარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები". 

სახალხო დამცველის განცხადებით, ასევე არ დგინდება მონაწილეების მხრიდან წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაზეც შსს მიუთითებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იმ მომენტში, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს აქციის მონაწილეების დაკავება,  ვიდეო–მასალაში მემორიალთან უკვე აღარ ჩანს ის თვით–ნაკეთი კარავი, რომლის მოხსნასაც, შსს–ის განცხადებით, სამართალდამცავები ითხოვდნენ.

“საპატრულო პოლიციის აქციაზე მისვლის მომენტში აქციის მონაწილეები ისხდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან. საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, წარმოადგენდა არა წვრილმანი ხულიგნობის შეწყვეტა, რა საფუძვლითაც ისინი მოგვიანებით დააკავეს, არამედ აქციის შეწყვეტა, რომელიც თავისთავად უსაფუძვლო იყო,“– აცხადებს სახალხო დამცველი.

27 დეკემბერს გმირთა მოედანზე დაწყებული ვეტერანთა შიმშილობის აქცია პოლიციამ 3 იანვარს იძულებით დაშალა და 11 პირი დააკავა, რომლებიც ერთი დღის თავზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნო ხულიგნობასა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, 400–400 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ვეტერანები შიმშილობის აქციას მძიმე სოციალური პირობებისა და ხელისუფლების მხრიდან "ღირსების შემლახავი" დამოკიდებულების გამო მართავდნენ.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26