Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Freedom House: საქართველო ”ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყნად რჩება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 იან.'11 / 11:56


Freedom House-ის ეს დიაგრამა აჩვენებს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იმ სახელწიფოთა რაოდენობა, სადაც თავისუფლების მხრივ ვითარება უარესდება, აჭარბებს იმ ქვეყანათა რაოდენობას, სადაც ამ მხრივ ვითარება უმჯობესდება.

საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყანად რჩება, თუმცა მისი დემოკრატიულობის მაჩვენებლები გასულ წელს მცირედით გაუმჯობესდა, ნათქვამია Freedom House-ის მიერ 13 იანვარს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში.

„თავისუფლება მსოფლიოში 2011“ იკვლევს 194 სახელმწიფოსა და 14 ”სადავო ტერიტორიაზე”  არსებულ სიტუაციას მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით და ასახავს 2010 წელს განვითარებულ მოვლენებს. თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას ენიჭება სტატუსი "თავისუფალი“, "ნაწილობრივ თავისუფალი“ ან "არა თავისუფალი“ პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით 1–დან 7–მდე შკალაზე, სადაც 1 წარმოადგენს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებად თავისუფალს.

საქართველოს ქულა პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში უცვლელი დარჩა და წინა ანგარიშის მსგავსად, კვლავ 4–ზე შენარჩუნდა; თუმცა ბოლო კვლევაში საქართველოს მაჩვენებელი სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში გაუმჯობესდა და მას 4–ის ნაცვლად 3 ქულა მიენიჭა.

Freedom House-მა ეს გაუმჯობესება დაუკავშირა "შემცირებულ პოლიტიკური არასტაბილურობას, რის წინაშეც ქვეყანა 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ აღმოჩნდა“.

კვლევაში ნათქვამია, რომ გაუმჯობესების კიდევ ერთი მიზეზია "მედიის უფრო გამრავალფეროვნება, მათ შორის ოპოზიციური ტელეკომპანიის „მაესტროს“ მიერ სატელიტური მაუწყებლობის დაწყება“. 

ტელეკომპანია "მაესტრომ“ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან 2009 წლის ივლისში მიიღო. ტელეკომპანიამ სატელიტზე მაუწყებლობა 2010 წლის მაისში დაიწყო, თუმცა რამოდენიმე თვეში სატელიტზე მუწყებლობის შეჩერება მოუწია, რის მიზეზადაც ფინანსური პრობლემები დაასახელა და მას შემდეგ არხი მხოლოდ საკაბელო ტელევიზიებით ვრცელდება, ძირითადად, თბილისში.

Freedom House-ის ანალოგიურ კვლევაში, რომელიც 2008 წლის პერიოდს მოიცავს, საქართველომ არჩევითი დემოკრატიების რიგები დატოვა, „რაც განპირობებულია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზებით“. წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაშიც საქართველო კვლავაც იგივე კატეგორიაში რჩება.

კვლევაში ასევე მოხსენიებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც ”სადავო ტერიტორიების” ნუსხაში გადიან. წინა ანგარიშების მსგავსად სამხრეთ ოსეთს "არა თავისუფალის,“ ხოლო აფხაზეთს "ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვთ მინიჭებული.

Freedom House-მა განაცხადა, რომ კვლევის შედეგების თანახმად, ზოგადად მსოფლიოში თავისუფლების მხრივ ვითარება უკვე მეხუთე წელია უარესდება, რადგან მატულობს იმ ქვეყანათა რაოდენობა, სადაც დემოკრატიულობის ინდიკატორები უარესობისკენ იცვლება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9