Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 იან.'11 / 18:41

პრეზიდენტი სააკაშვილი მაღაროელებთან ერთად ტყიბულში, 28 აგვისტოს – მომდევნო დღეს აფეთქებიდან, რომელმაც სამი მაღაროელი იმსხვერპლა (რამდენიმე დღეში საავადმყოფოში კიდევ ერთი გარდაიცვალა). ფოტო: პრეზიდენტის ვებ–გვერდი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტყიბულის მაღაროს მფლობელი კომპანია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, მათ არ შერჩებათ ის აფეთქება, რომელსაც გუშინ ღამით ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ოთხი მაღაროელი დაშავდა.

ტყიბულის მაღაროს საქნახშირი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია მართავს. ამ ჯგუფის დამფუძნებელია დეპუტატი მმართველი პარტიიდან დავით ბეჟუაშვილი – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა.

კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომხდარის მიზეზებს სპეციალური კომისია დაადგენს. 

“როგორც ყოველთვის, მოვისმინე, პირველი დასკვნა გააკეთეს, რომ ყველაფერი არის იმის ბრალი, სწორედ იმ მაღაროელის, რომელიც ბურღავდა და რომელიც დაიღუპა,“– განუცხადა ერევანში ვიზიტით მყოფმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს და დაღუპულის ოჯახს ღრმა სამძიმარი გამოუცხადა. 

2010 წელს ამავე მაღაროში მარტში და აგვისტოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად რვა მაღაროელი დაიღუპა, ხოლო 2009 წლის დეკემბერში ერთი მაღაროელი ემსხვერპლა დამცავი ჯებირის ჩამოშლას.

პრეზიდენტის თქმით, წინა აფეთქების დროსაც ყველაფერი დააბრალეს "მსხვერპლს“, თუმცა პროკურატურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ მაღაროს ხელმძღვანელობის "დანაშაულებრივი ქმედება“ გამოავლინა.

როცა პრეზიდენტი სააკაშვილი 27 აგვისტოს აფეთქებიდან მეორე დილით ტყიბულში ჩავიდა, მან განუცხადა მაღაროელებს, რომ სავენტილაციო სისტემა დამონტაჟებული იყო, მაგრამ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ "დისციპლინა მორყეულია“.

"როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ყველანაირი დასტური არის იმისა, რომ წინა აფეთქება, რომელსაც ემსხვერპლა რამოდენიმე მაღაროელი, იყო შედეგი არა მათი დაუდევრობის, არამედ უშუალოდ, დანაშაულებრივი ქმედების მაღაროს ხელმძღვანელობის, რომელმაც გამორთო ვენტილაციის სისტემა და რომელმაც დაზოგა ფული საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე,“– განაცხადა სააკაშვილმა 22 იანვარს. 

"და შემდეგ ზედამხედველობის სამსახურებმა, რომლებსაც ევალებოდათ ამაზე დასკვნის დაწერა, დაწერეს ზუსტად ის, ხელი ხელს ბანს პრინციპით, რაც უნდოდა ამ მაღაროს ხელმძღვანელობას და ამ ბიზნესის მფლობელებს“.

“და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვნანობ, რომ აქამდე ეს სისხლის სამართლის საქმე არ იქნა მიყვანილი ლოგიკურ დასკვნამდე, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეგოთ პასუხი, კონკრეტული ადამიანები გაეგზავნათ სასამართლოში და თუ სასამართლო დაადგენდა, შემდეგ საპატიმროში – ეს რომ მომხდარიყო, შეიძლება ეს გუშინდელი აფეთქება აღარ მომხდარიყო,“– განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, აფეთქების ბოლო შემთხვევას „სერიოზული ხალხი“ გამოიძიებს, მათ შორის უცხოეთიდან მოწვეულები და არა ისინი, "ვინც თბილისში ზის და ფულს იღებს ტყიბულის მფლობელებისგან და ამიტომ პრობლემა არ აქვთ, რომ ათასგვარი სისულელე და ტყუილი ჩაწერონ“.

"ადამიანები ვინც ამას აკეთებენ, ისინი მონაწილეობენ პირდაპირ მკვლელობაში და ვინც ამას ფარავს ისინი არიან მკვლელობის თანამონაწილეები,“ – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მათ სრულად უნდა აგონ პასუხი.

“ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ შახტაში იმის ხარჯზე, რომ ხალხს ეშინია რომ სამსახურიდან არ დაითხოვონ, მათ აქვთ თავის შემოსავლები, ამუშავდა ტყიბული, კარგი საქმეა რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს ამით შემოსავალს და ამის გამო ვერავინ ვერ იმაღლებს ხმას, ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი მათ შერჩეთ,“ – აღნიშნა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17