Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალი პარტია რუსეთთან მჭიდრო კავშირების მომხრეა
/ 18 დეკ.'02 / 11:32

(თბილისი, 18 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) - საქართველოში 17 დეკემბერს ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა სახელწოდებით "დათვი", რომლის ხელმძღვანელიცაა "მხედრიონის" ყოფილი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი.

პარტიის დამფუძნელებელ ყრილობაზე თემურ ხაჩიშვილმა რუსეთთან ახლო კავშირების დამყარებისა და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების არსებობის ვადის გახანგრძლივების მოწოდება გააკეთა.

მიმდინარე წლის ზაფხულში ხაჩიშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, სადაც ის სასჯელს იხდიდა შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში მონაწილეობისთვის.

ივლისში წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთად შეიკრიბნენ პროტესტის გამოსახატად პატიმრობიდან "მხედრიონის" ყოფილი ლიდერების გათავისუფლების წინააღმდეგ, რომლებიც სასჯელს სხვადასხვა მძიმე დანაშაულებების გამო იხდიდნენ, მათ შორის ტერორისტული საქმიანობისთვისაც.

ხაჩიშვილსი გათავისუფლება პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ შეაფასა, როგორც სახელმწიფოს კრიმინალიზაციის მცდელობა.

პარტიის დამფუძნელებელ ყრილობაზე გამოსვლისას 17 დეკემბერს თემურ ხაჩიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც თანამშრომლობა გადაწყვიტეს სახელმწიფოსა და საზოგადოების კრიმინალიზაციის აღსაკვეთად.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44