Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დაზვერვის სამსახურის უფროსი აშშ–ში "კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ იმყოფება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 თებ.'11 / 19:17

გელა ბეჟუაშვილი და მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის 1 თებერვალს, როცა ბეჟუაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ფოტო: ინტერპრესნიუსი

დაზვერვის სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი აშშ–ში „კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ იმყოფება, საიდანაც დაბრუნების შემდეგ ის „ჩვეულებრისამებრ გააგრძელებს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას“, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 1 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

ამით მან უარყო გავრცელებული არაოფიციალური ცნობები გელა ბეჟუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

“ის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში,“– განმარტა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ბეჟუაშვილი საქართველოში მაქსიმუმ თვენახევარში დაბრუნდება.

გელა ბეჟუაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსად 2008 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე, ის 2005 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ედგა სათავეში, 2004 წელს მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და ასევე თავდაცვის მინისტრის თანამდებობები ეკავა. 2000–2003 წლებში იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 1991–2000 წლებში საგარეო უწყებაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები.

გელა ბეჟუაშვილის ძმა, მმართველი პარტიის დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ტელეკომპანიების”რუსთავი 2”–სა და ”მზე”–ს თანამფლობელია,  მრავალპროფილიანი, მათ შორის ტყიბულის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა.

ტყიბულის მაღაროში იანვარში მომხდარი ბოლო მსხვერპლიანი აფეთქების შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადანაშაულა მაღაროს მფლობელები უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფაში და შარშან მომხდარი მსგავსი ტრაგედიების რეალური მიზეზების დამალვაში. ამ განცხადებას მოჰყვა საშუალო რგოლის ორი მენეჯერის დაკავება, რომლებიც გამოძიების თანახმად, უსაფრთხოების ნორმებზე იყვნენ პასუხისმგებლები.

 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37