Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვი აკრიტიკებს სააკაშვილის გამონათქვამებს რუსეთზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 თებ.'11 / 13:19

რუსეთზე პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო დროინდელმა გამონათქვამებმა ეჭვი გააჩინა ძალის არ გამოყენების თაობაზე მისი პირობის გულწრფელობასთან დაკავშირებით და გაართულა ნდობის აღდგენის საკითხებზე სერიოზული მსჯელობის გაგრძელების შესაძლებლობა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 თებერვალს.

სამინისტრო გულისხმობდა სააკაშვილის განცხადებებს, რომელიც მან 25 იანვარს, პირდაპირ ეთერში მოსახლეობასთან ტელეხიდის დროს  გააკეთა. მან განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში იგი გამოიყენებს ტერმინს "მტერი“, თუმცა ელოდება იმ დროს, როცა მას აღარ მოუწევს ამ ლექსიკით საუბარი. "არსებობს ბუმერანგის პრინციპი და დიდი ტრაგედია მოხდა მოსკოვში [აფეთქება მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში] – არანაირი გამართლება არ აქვს ტერორიზმს. დასაგმობია და ადამიანურად მე ეს ხალხი ძალიან მეცოდება“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკა "რეპტილიის დონეზეა“ და მზადაა "გადაგსანსლოს“, ამიტომ „რაც უფრო განერიდები ამ ნიანგს, მით უფრო ჩქარა მიხვალ აღთქმულ მიწამდე“. სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "სამწუხაროდ“ ომი რუსეთთან არ დამთავრებულა და „თუ ვიქნებით კონსოლიდირებულები და განვვითარდებით, ჩვენ ამ ომს ნამდვილად მოვიგებთ“. მან ჩრდილოეთ კავკასია "გეტოს“ შეადარა, სადაც, მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა რეპრესირებულია.

“დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაჟინებით აგრძელებს რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი გაუარესების ხაზს. ასევე მართლზომიერია აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეების შიშები თავიანთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან პირდაპირი მუქარების დაგროვების ფონზე,“– განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

“საქართველოს პრეზიდენტის ასეთი გამონათქვამების შემდეგ რთულია გაგრძელდეს სერიოზული განხილვა საკითხებისა, რომლებიც უკავშირდება ნდობის აღდგენას და დევნილთა დაბრუნებას, როგორც ამას ითვალისწინებს ამიერკავკასიაზე ჟენევის დისკუსიების ამოცანათა წრე. რეალური განწყობები თბილისში სულაც არ შეესაბამება სტრასბურგში [ევროპარლამენტის წინაშე] და სხვა დასავლურ ქალაქებში საერთაშორისო აუდიტორიისათვის გაკეთებულ საზეიმო დაპირებებს,“– ნათქვამია განცხადებაში.

"საქართველოს ხელისუფლების მცდელობებით ჟენევის სიტუაცია კიდევ ერთხელ აღმოჩნდა უკან მოტოვებული. ამის გათვალისწინებით ნათელია, რომ ჟენევის დისკუსიების მუშაობაში მთავარ პრიორიტეტად რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათთვის გარანტიების მიცემა საქართველოს მხრიდან ძალის არ გამოყენების თაობაზე. ამას მხედველობაში მივიღებთ ახალი, მე–15 რაუნდის მზადებისას, რომელიც მიმდინარე წლის 4 მარტს არის დანიშნული. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და პირველ რიგში გაერო, ეუთო და ევროკავშირი, როგორც ჟენევის შეხვედრების თანათავმჯოდომარეები, მისცემენ ადეკვატურ შეფასებას შექმნილ ვითარებას და მხარს დაუჭერენ რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, რომლების მიმართულია ჯერ კიდევ მყიფე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისკენ ამ რეგიონში,“ – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12