Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობა ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერების დარიგებას იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 თებ.'11 / 12:57

მთავრობამ 10 თებერვლიდან ელექტროენერგიის 20–ლარიანი ერთჯერადი ვაუჩერების დარიგება დაიწყო, რომელსაც, დაახლოებით, მილიონი ოჯახი მიიღებს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

მისი თქმით, ეს დახმარება მოქალაქეებზე ინფლაციის ზემოქმედების შემსუბუქებას ისახავს მიზნად.

მთავრობის განცხადებით, ვაუჩერებს ის "აქტიური მომხმარებლები“ მიიღებენ, რომელთაც ბოლო ექვსი თვის მანძილზე სულ ცოტა 200 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს. სულ ბიუჯეტიდან ამ მიზნით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს წლიური ინფლაციის დონე იანვარში 12.3%–მდე გაიზარდა, დეკემბერში არსებული 11.2%–დან, რაც, ძირითადად, სურსათზე და საწვავზე ფასების ზრდითაა განპირობებული. 

დედაქალაქის მოსახლეობისთვის წყლის გადასახადის და საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების მომატების შემდეგ, თბილისის მერიამ იანვრიდან დასუფთავების ყოველთვიური გადასახადიც გაზარდა. გარდა ამისა, თებერვლიდან ძალაში შევიდა ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და დასუფთავების საფასურის გადახდის ინტეგრირებული სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი  წყლის და დასუფთავების გადასახადს არ გადაიხდის, მას დენის მიწოდება შეუწყდება. ოპოზიციამ ხელისუფლების ეს ნაბიჯი გააკრიტიკა, ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ კი ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10