Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არასამთავრობოები გარემოს დაცვის სამინისტროს მოსალოდნელ შეკვეცას აკრიტიკებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 თებ.'11 / 18:22

ერთობლივ განცხადებაში, 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის სულ ცოტა ექვსმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ, მოუწოდა მთავრობას არ წარუდგინოს პარლამენტს ინიციატივა გარემოს დაცვის სამინისტროს დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის თაობაზე და ამ საკითხზე ფართო საჯარო განხილვა გამართოს.

დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, როგორც პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 8 თებერვალს განაცხადა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჩამოერთმევა ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული ფუნქციები და გადაეცემა ენერგეტიკის სამინისტროს, რომელსაც შედეგად ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაერქმევა.

გილაურის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელიც შესაძლოა სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდეს, ”დარჩება მხოლოდ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური საკითხები” იმ გამონაკლისით, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ამასთან ბუნებრივი რესურსების ლიცენზირებასთან და აუქციონის მოწყობასთან დაკავშირებული ფუნქციები, რომელიც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში შედის, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა. 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის წარმოდგენა მთავრობას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეკემბერში დაავალა მას შემდეგ, რაც მკაცრად გააკრიტიკა სამინისტროში, კერძოდ კი სატყეო დეპარტამენტში არსებული ”სისტემური კორუფცია”.

"სამწუხაროდ, დაინტერესებული საზოგადოებისთვის უცნობია, რა არის მთავრობის მიერ გახმოვანებული ცვლილებების რეალური მიზეზი – პრეზიდენტის მიერ დასახელებული ხარვეზების აღმოფხვრის სურვილი, თუ ბოლო წლებში არსებული ტენდენციის გაგრძელება, რომელიც მიმართულია გარემოსდაცვითი მოთხოვნების კიდევ უფრო უგულებელყოფისაკენ,“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 14 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. 

"არსებობს საშიშროება, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსადმი დაქვემდებარებით შეილახება დაცული ტერტორიების ძირითადი ფუნქცია – ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების კონსერვაცია, დაცვა და შენარჩუნება. მთავრობის წევრთა განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ დაცული ტერიტორიები მხოლოდ ტურიზმის განვითარების ერთ–ერთ საშუალებად მიაჩნიათ. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ რეფორმის შედეგად გარემოს დაცვის სამინისტროს მხოლოდ "წმინდა გარემოსდაცვითი ფუნქციები დარჩება" - ვინაიდან ეს ფორმულირება შეიძლება გაგებული იყოს ისე, თითქოს დაცული ტერიტორიების მართვა და ტყეების დაცვა  გარემოს დაცვის ღონისძიებებს არ წარმოადგენენ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ დაგეგმილი რეფორმის შემდეგ „არსებოს საშიშროება, რომ საქართველოს ტყეები განხილული იქნება, როგორც მხოლოდ ეკონომიკური რესურსი და უგულვებელყოფილი იქნება მათი ეკოლოგიური და სოციალური ფუნქცია“.

1998 წლის არჰუსის კონვენციაზე დაყრდნობით, რომელიც საზოგადოებას გარემოს დაცვის  საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის უფლებას ანიჭებს, განცხადება მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს საზოგადოების ფართო მონაწილეობა იმ ეტაპზე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

განცხადების თანახმად, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების "გაუმჭვირვალე პრაქტიკა, გარემოსდაცვითი სექტორისადმი ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არ შეეფერება ქვეყანას, რომელიც  ისწრაფვის ევრო–ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისაკენ.“

10 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა განაცხადა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროდან სატყეო დეპარტამენტის განცალკევება, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაცემა ეკონომიკის სამინისტროსთვის შეშფოთებას იწვევს და შესაძლოა „უკიდურესად უარყოფითი შედეგები“ მოყვეს. ამავე განცხადების თანახმად, “არალოგიკურია, ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, რომელიც წარმატებულად ფუნქციონირებს და ვითარდება, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ინტეგრირება“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8