Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დეპუტატებს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის მიმართ შენიშვნები აქვთ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 თებ.'11 / 19:24

დეპუტატებს შენიშვნები აქვთ მთავრობის მიერ მომზადებული იმ საკანონმდებლო პაკეტის მიმართ, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციას ითვალისწინებს, ხოლო გარემოსდამცველები ამ ცვლილებათა განხილვის შეჩერებას მოითხოვენ.

პარლამენტი მიმდინარე კვირაში გეგმავს მთავრობის თხოვნის საფუძველზე დაჩქარებული წესით განიხილოს და პირველის მოსმენით მიიღოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დანაწევრების ხარჯზე მისი ფუნქციების უმეტესობის ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაცემას, ხოლო  ფუნქციების ნაწილის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, იუსტიციის და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შორის გადანაწილებას ითვალისწინებს.

23 თებერვალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და შენიშვნების მიუხედავად, მხარი დაუჭირა ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ფუნქციების გადანაწილების "ადეკვატურობას“ შემდგომი განხილვები სჭირდება.

მისი თქმით, "პრობლემურია “დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსთვის, ხოლო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაცემა და ეს ფუნქციები კვლავ გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში უნდა დარჩეს.

"დაცული ტერიტორიები, პირველ რიგში, ნიშნავს შენარჩუნებას უნიკალური ფლორისა და ფაუნის და ბიომრავალფეროვნებაზე ყურადღების მიქცევას... ვფიქრობ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ბმა დაცული ტერიტორიების მართვისა და კონტროლის არ უნდა დაიკარგოს,“– განაცხადა მან და ამ პოზიციის გასამყარებლად ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები დაასახელა.

თუმცა მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის მტკიცებით, დაგეგმილი რეორგანიზაცია ევროდირექტივებს არ ეწინააღმდეგება.

იმავდროულად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 23 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, გარემოსდამცველებმა რეორგანიზაციის განხილვის შეჩერება მოითხოვეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ მოუწოდა გარემოსდამცველებს, რომ იმგვარი რეკომენდაციები წარმოადგინონ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს "რეალური ფუნქციებით“ აღჭურვავს და გადააქცევს მას მთავარ მაკონტროლებელ ორგანოდ ამ სფეროში.

“ერთად გავუწიოთ მთავრობას ოპონირება,“– განუცხადა მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 24 თებერვალს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის წინ და ასევე ურჩია მოითხოვონ არა განხილვის პროცესის შეჩერება, არამედ მისი გახანგრძლივება.

ბობოხიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხშირად მთავრობის გადაწვეტილებებში "პიროვნულ ფაქტორები“ განმსაზღვრელია. „არ ვიცი მინისტრის სისუსტის ბრალია თუ სისტემის მოუქნელობის, მაგრამ ცვლილებები რომ საჭიროა, ეს ფაქტია,“– დასძინა მან.

დეკემბერში, მაშინ როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობას გარემოს დაცვისა სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის წარმოდგენა დაავალა, მან მკაცრად გააკრიტიკა სამინისტროში, კერძოდ კი სატყეო დეპარტამენტში გამოვლენილი კორუფციული ფაქტები. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "მადლობელია" მინისტრ გოგა ხაჩიძის, რომელიც "ბევრ კარგ საქმეს აკეთებს".

საპარლამენტო უმცირესობა იზიარებს არასამთავრობო სექტორის მოწოდებას რეორგანიზაციის გეგმის განხილვის შეჩერების თაობაზე. გიორგი ახვლედიანის, ქრისტიან–დემოკრატი დეპუტატის განცხადებით, მთავრობამ „ვერ მოახერხა რა კორუფციის დაძლევა ამ სფეროში, გადაწყვეტა სამინისტროს დაქუცმაცება“.

გარემოსდამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპარლამენტო კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მწვავედ გააკრიტიკეს საკანონმდებლო პაკეტი, როგორც "დაუსაბუთებელი“ და "დილეტანტურ“ დონეზე მომზადებული.

მათი განცხადებით, მთავრობას პროექტის შემუშავების პროცესში არანაირი წინასწარი კონსულტაციები მათთან არ გაუვლია, რაც ორჰუსის კონვენციის დარღვევაა.

გარემოსდამცველთა თქმით, "ინტერესთა კონფლიქტს“ და კორუფციის შესაძლებლობებს ქმნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში რესურსების ლიცენზირების, კვოტების დადგენისა და სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურების ერთად თავმოყრა; ასევე მიუღებელია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროში გადატანა და ამით მისი გარემოს დაცვითი ფუნქციის დაკნინება ტურისტული დატვირთვის გაძლიერების ხარჯზე; „გაუგებარია“ ასევე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირების სფეროსა და  გეოლოგიური გარემოს მართვასთან დაკავშირებული საკითხების ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადატანა; და ამავე სამინისტროს შემადგენლობაში "სატყეო სააგენტოსა“ და "ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს“ ერთ სტრუქტურად გაერთიანება, რა პრაქტიკაც "მსოფლიოში არ არსებობს“.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ნინო ჩხობაძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტში არსებულ "ძალიან საშიშ მექანიზმებს“ შორის უმთავრეს შეშფოთებას იწვევს ის, რომ ფუნქციებშეკვეცილ გარემოს დაცვის სამინისტროს აღარ ექნება აღსრულების ბერკეტები გარემოზე კონტროლისა და ზედამხედველობისთვის. 

ამ ფუნქციებს გარემოს დაცვის ინსპექცია ახორციელებდა, რომელიც პროექტის თანახმად, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, ორი თვის ვადაში უნდა იქნას ლიკვიდირებული.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ რეორგანიზაციის შემდგომ ეტაპზე გარემოს დაცვის ინსპექციის პოლიციური ფუნქციების შინაგან საქმეთა სამინისტროში აკუმულირება იგეგმება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
5