Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ისრაელის ორი დაკავებული მოქალაქის საქმის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 თებ.'11 / 15:55

პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარყო განცხადებები, რომ ისრაელის ორი მოქალაქის დაკავებამ, რომელთა საქმეც მთავრობისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით სასამართლოში იხილება, დაძაბა ურთიერთობები საქართველოს და ისრაელს შორის. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები "მთლიანობაში შესანიშნავია“.

"ჩვენ თითქმის ვასრულებთ საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმის შეთანხმებაზე მუშაობას,“ – განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვან პირველი საინფორმაციო კავკასიურ არხთან (PIK) ინტერვიუში 24 თებერვალს. 

რონ ფუქსი, რომელსაც ხანგრძლივი, მრავალმილიონიანი კომერციული დავა მოიგო საქართველოსთან და მისი პარტნიორი, ზეევ ფრენკიელი ქართველმა სამართალდამცავებმა 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს ხვდებოდნენ. მათ ბრალი ედებათ ხარაიძისთვის ქრთამის შეთავაზებაში. ამის სანაცვლოდ, გამოძიების ინფორმაციით, ისინი ითხოვდნენ „საქართველოს ხელისუფლების დაყოლიებას“, რათა ამ უკანასკნელს არ გაესაჩივრებინა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება. რონ ფუქსის ადვოკატების განცხადებით, მათი კლიენტი იმიტომ დააპატიმრეს, რომ აეძულებინათ ის უარი ეთქვა ამ მრავალმილიონ მოთხოვნაზე.

"ჩვენ პირველ ადგილზე ვართ რეგიონში კორუფციის არარსებობის თვალსაზრისით. ყველა, მათ შორის უცხოელებიც, არ არის მზად, რომ ამ წესებით ითამაშოს. ეს გასაგებია, რადგანაც ადრე საქართველო იყო ტერიტორია, სადაც ადამიანს შეეძლო ეყიდა და გაეყიდა ყველაფერი მთავრობის დონეზე,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"მე კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ; ეს ჩემი საქმე არ არის; ეს სასამართლოს საქმეა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში. არიან ქართველები, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან, რომელთაც ისრაელის კანონები დაარღვიეს და ისრაელის მოქალაქეებმაც შეიძლება დაარღვიონ ქართული კანონები; ეს საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“.

"რადგანაც ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, არაკორუმპირებულ ქვეყანას, მეგობრული ურთიერთობებიც კი, ყველაზე მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტებიც კი ვერ შეცვლის იმ სასამართლოების გადაწყვეტილებას, რომლებიც კანონის უზენაესობის ფარგლებში მოქმედებენ. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გავიზარდეთ და ჩვენ სერიოზული ქვეყანა ვართ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ისრაელის ორი მოქალაქის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკებრის ბოლოდან მიმდინარეობს. ამჟამად, სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს. ამჟამად სასამართლო მთავარი მოწმის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის დაკითხვას აწარმოებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21