Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 თებ.'11 / 19:18

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციას მისი ფუნქციების ნაწილის ოთხ სხვა სამინისტროში გადანაწილების გზით ითვალისწინებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში დარჩება – ეს დეპუტატებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნებიდან ის ერთადერთი საკითხია, რომელიც მთავრობამ ამ ეტაპზე გაიზიარა. პროექტის თავდაპირველი რედაქციით, აღნიშნული სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადატანა იგეგმებოდა.

ოპონენტების განცხადებით, ამგვარი გადაადგილება დაცული ტერიტორიების მთავარ ფუნქციას – ბიომრავალფეროვნების დაცვას დააკნინებდა მისი ტურისტული მნიშვნელობის წინ წამოწევის ხარჯზე და ასევე იქნებოდა ცუდი სიგნალი დონორებისთვის, რომლებიც გრანტებს გამოყოფენ დაცული ტერიტორიების შენარჩუნების ხელშესაწყობად.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის "ყველა დასაბუთებული შენიშვნა გაითვალისწინოს“.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათ პირველი მოსმენით იმ დათქმით დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, რომ განხილვის მომდევნო ეტაპზე მასში  მკაფიოდ აისახება გარემოს დაცვითი ნებართვების, კონტროლის და კვოტირების საკითხებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციები, ასევე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები – დეპუტატები ითხოვენ ეს  უფლებამოსილებაც გარემოს დაცვის სამინისტროს დარჩეს ან ცალკე დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს და არ გადაეცეს ენერგეტიკის სამინისტროს, როგორც ამას პირველი მოსმენით მიღებული პროექტი ითვალისწინებს.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს ის ნაწილი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მართვას და სარგებლობას, გეოლოგიური გარემოს მართვას უკავშირდება, ენერგეტიკის სამინისტროში გადადის და ყალიბდება გაძლიერებული უწყება სახელწოდებით – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ამ სამინისტროს გადაეცემა ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ის ფუნქციები, რომლებიც ბუნებრივი რესურსების ლიცენზირებას უკავშირდება.

ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი "სატყეო სააგენტო“ და ენერგეტიკის სამინისტროს ამჟამინდელი შემადგენელი "ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო“ გაერთიანდება "ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ სახელის ქვეშ და ენერგეტიკის სამინისტროს დაექვემდებარება. გარემოსდამცველთა განცხადებით, მათ დაუშვებლად მიაჩნიათ ამ ორი სააგენტოს ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფად გაერთიანება, რადგან ისინი განსხვავებული სპეციფიკით იმართება.

პროექტის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს და ორი თვის ვადაში ლიკვიდირებულ იქნას გარემოს დაცვის სამინისტროში შემავალი "გარემოს დაცვის ინსპექცია“ და "საგამოძიებო დეპარტამენტი“.  ლიკვიდაციის შემდეგ მთავრობა გარემოს დაცვის ინსპექციის პოლიციური ფუნქციების შსს–ში ინტეგრირებას, ხოლო გარემოს ინსპექტირების უფლებამოსილების გარემოს დაცვის სამინისტროსთვის დაბრუნებას გეგმავს.

გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამინისტროსაგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკურაციო სფეროში გადავა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, ასევე ნიადაგის კონსერვაციასთან და ნაყოფიერების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოში მოიყრის თავს გარემოს დაცვის სამინისტროს ის ამჟამინდელი ფუნქციები, რომელიც უკავშირდება მიწის მიზნობრიობის შეცვლას, ტყის ფონდის საზღვრების დადგენას, მის გაზრდას ან შემცირებას.

პროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენცია გახდება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, რაც ამჟამად, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციებში შედის.

მთავრობის განცხადებით, ამგვარი გადანაწილება გააძლიერებს გარემოს დაცვის სამინისტროს მაკონტროლებელ როლს, მათ შორის ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების კუთხით.

მმართველი პარტიის დეპუტატები საერთო ჯამში მიესალმნენ რეორგანიზაციას, თუმცა ასევე გამოთქვეს იმედი, რომ მეორე მოსმენისათვის მათი კრიტიკული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება.

ერთადერთი დეპუტატი საპარლამენტო ოპოზიციიდან, ვინც მიესალმა და „სწორი“ უწოდა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე იყო. ქრისტიან–დემოკრატებმა გააკრიტიკეს პროექტი და განაცხადეს, რომ მთავრობის მიერ "დაუსაბუთებელი“ გადაწყვეტილების შედეგად გარემოს დაცვის სამინისტროსგან "მხოლოდ აბრა დარჩება“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13