Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის ელჩი მედია მფლობელობის გამჭირვალობის საკითხზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 თებ.'11 / 15:11

აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ კანონპროექტი მაუწყებელთა მფლობელების გამჭირვალობის შესახებ, რომელიც ამჟამად განიხილება პარლამენტში, ქვეყანაში მედია გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

27 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში, "აქცენტები“, საუბრისას მან განაცხადა, რომ ერთ–ერთი, თუმცა არა ერთადერთი პრობლემა, არის "ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად ვინ ფლობს“ მედია–საშუალებებს, ასევე "ვინ იღებს გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ამბავი უნდა გაშუქდეს და რომელი არა“.

"მიმაჩნია, რომ ერთ–ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, არის მედია მფლობელობის დამატებითი გამჭირვალობა. კანონპროექტი, რომელიც ახლა პარლამენტშია, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მისი დამტკიცების შემთხვევაში,“ – განაცხადა ბასმა.

ელჩის თქმით, იგი მოხარულია იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან განიხილონ მედია ექსპერტებისა და აქტივისტების მიერ წარმოდგენილი ინიციატივებიც. საკანონმდებლო ცვლილებათა ეს პაკეტი მოიცავს არა მხოლოდ მედიის მფლობელობის გამჭირვალობის საკითხს, არამედ მედიასთან დაკავშირებულ უფრო ფართო სპექტრს, მათ შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივების საკითხსაც.  

აშშ–ის ელჩმა განაცხადა, რომ ორივე ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია საქართველოში მედიისა და ჟურნალისტიკის განვითარებისთვის.

"მედია გარემო... არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ისეთი გარემოს შესაქმნელად [საარჩევნო] კამპანიისთვის, რომლის ნახვაც ჩვენ ყველას გვსურს მომავალ წელს და რომელიც უზრუნველყოფს [2012 წელის] საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულობას,“ – განაცხადა ბასმა. 

იმავე გადაცემაში, მან გააკრიტიკა ის წესი, რომლის მიხედვითაც, სამაუწყებლო ლიცენზიები მედია ორგანიზაციების მიერ წარმოებული პროდუქციის შინაარსის საფუძველზე გაიცემა.   

"ეს, ჩემი აზრით, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ მუშაობს მედია რეგულაციები დემოკრატიულ საზოგადოებაში,“ – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიას შეჩერებული აქვს ახალი სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემა იმ მოტივით, რომ მას ჯერ არ დაუსრულებია საზოგადოებივი აზრის კვლევა იმის დასადგენად, თუ რა შინაარსის მედია პროდუქცია აინტერესებს საზოგადოებას.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28