Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ავღანური მსხვერპლი უნდა იყოს უფრო მეტი გაძლიერების საწინდარი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 მარ.'11 / 15:56

პრეზიდენტი სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გარბენს ასრულებს, 2 მარტი. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ავღანეთის ოპერაციის ფარგლებში ქართული შეიარაღებული ძალების რიგებში განცდილი ადამიანური დანაკარგი შემდგომი გაძლიერების საწინდარი უნდა გახდეს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მარტს.

კაპრალი გიორგი ავალიანი ბოლო ქართველი ჯარისკაცი იყო, რომელიც თებერვალში, ავღანეთში სამხედრო დავალების შესრულებისას ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამ შემთხვევამ მსხვერპლის რაოდენობა ექვსამდე გაზარდა ავღანეთში წარმოდგენილ, დაახლოებით, 950–კაციან ქართულ კონტიგენტში.

“ჩვენ გვყავდა მსხვერპლი ავღანეთში. ბოლო ჩვენი მებრძოლი ვანში გუშინ დავასაფლავეთ... მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალებისთვის ყველა ასეთი დანაკარგი... უნდა იყოს საწინდარი უფრო მეტი გაძლიერების, უფრო მეტი სულისკვეთების და საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით,“– განაცხადა სააკაშვილმა.

“არ უნდა შევდრკეთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეშვათ ამ ყველაფერს. ჩვენი საქმე არის სამართლიანი,“– აღნიშნა მან.

სააკაშვილმა ეს განცხადება შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების დანაყოფში სტუმრობისას გააკეთა, სადაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ჯარისკაცებთან ერთად ირბინა, ივარჯიშა და მათთან ერთად ისადილა.

"რასაც მე ვუყურებ, ორჯერ–სამჯერ მეტია ვარჯიშები, თან ისე კი არა, რომ საჩვენებლად რომ ვაკეთებდით დიდ მანევრებს და მერე შეიძლება არაფერი არ მომხდარიყო რამდენიმე თვე, არამედ ნამდვილი, ყოველდღიური ვარჯიში,“– განაცხადა მან.

“და საბოლოო ჯამში, ეს იმისთვის კი არ გვინდა, რომ ვიღაცას ტელევიზიით ვაჩვენოთ, გვინდა იმისთვის, რომ ჯარში იყოს დისციპლინა და განსაკუთრებული სულისკვეთება“, რასაც, სააკაშვილის თქმით, მუდმივი ვარჯიში ქმნის.

“ჩვენ ყველანი ერთად ვართ ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნისთვის,"– განუცხადა მან ჯარისკაცებს, "საერთოდ არასდროს არ ვწყვეტ მე ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე ფიქრს, ზრუნვას და შეძლებისდაგვარად, ხელის შეწყობას. ჩვენმა ქვეყანამ იცის, რომ თქვენი იმედი შეიძლება ჰქონდეს".

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
54