Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 მარ.'11 / 17:57

გარემოს დაცვის სამინისტროს სავალდებულო მონაწილეობა ბუნებრივი რესურსების მოპოვების, კვოტირების და მარაგების დამტკიცების საქმეში უზრუნველყოფილი იქნება მას შემდეგ, რაც ეს სფერო სამართავად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციაში გადავა.

ამის შესახებ ნათქვამია დღეს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებულ, შესწორებულ კანონპროექტში, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას ეხება და მისი ამჟამინდელი ფუნქციების დიდი ნაწილის ოთხ სხვადასხვა სამინისტროზე გადანაწილებას ითვალისწინებს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, "შინაარსობრივი“ და "კონსტრუქციული“ განხილვის შედეგად პროექტის საბოლოო ვარიანტში "ერთმანეთისგან გაიმიჯნა ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული ეკონომიკური და გარემოს დაცვითი რეგულაციები“.

ამასთან, ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების სფეროს, რაც გარემოს დაცვის სამინისტროსგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცემა, ზედამხედველობას გარემოს დაცვის სამინისტროც გაუწევს მთავრობის მიერ შემუშავებული სპეციალური წესის თანახმად.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას, განაცხადა, რომ დარგის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეორგანიზაციის გეგმის "შეჯერების“ პროცესში, თუმცა "ყველა მათი წინადადება ვერ იქნა გათვალისწინებული“.

მთავრობამ არ გაითვალისწინა დეპუტატებისა და ექსპერტების წინადადება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კომპეტენციის გარემოს დაცვის სამინისტროში დატოვების შესახებ. ეს საქმიანობა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15