Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ავღანეთის მისიას კიდევ ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ორი დაჭრილია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მარ.'11 / 16:06

5 მარტს ავღანეთში მისიის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად მძიმედ დაჭრილი კაპრალი ვალერი ვერსკიანი გარდაიცვალა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო 14 მარტს.

ქართველი ჯარისკაცი, რომელსაც ყელის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, გარდაცვალებამდე მკურნალობას გერმანიის ჰოსპიტალში გადიოდა.

კიდევ ორი დაჭრილი, 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე და კაპრალი რევაზ გორგაძე მკურნალობას გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აცხადებს თავდაცვის უწყება, რომელსაც 5 მარტს ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ გაუვრცელებია.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა.

ამ შემთხვევამ ქართველ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი 7–მდე გაზარდა. ერთი ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში თებერვალში დაიღუპა; შარშან სექტემბრის დასაწყისსა და ბოლოსკენ მომხდარი ინციდენტების დროს ხუთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა ოპერაციას. 

თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას იმ ინციდენტების შესახებ, რომელთა შედეგადაც ჯარისკაცები იჭრებიან და ამიტომ ავღანეთში დაშავებული ქართველი სამხედროების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

აშშ–ის სამხედრო ძალების გაზეთმა The Stars and Stripes, რომელსაც ნაწილობრივ პენტაგონი აფინანსებს, 7 მარტს  გამოაქვეყნა სტატია იმ ქართველი ჯარისკაცების შესახებ, რომელთაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები წვრთნიან ავღანეთის ოპერაციისთვის.

სტატიის თანახმად, 2010 წლის აპრილიდან, როდესაც ქართველი ჯარისკაცები ჰელმანდში პირველად განთავსდნენ, სულ 39 ჯარისკაცია დაჭრილი. ინფორმაციის წყაროდ, გაზეთს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ოფიცერი, დან თაილი მოჰყავს, რომელიც ავღანეთში მისიის შესასრულებლად ქართველი ჯარისკაცების წვრთნებს კურირებს.

ავღანეთში ქართული კონტიგენტი 2009 წლიდანაა წარმოდგენილი. მათი საერთო რაოდენობა 2010 წლის აპრილიდან, დაახლოებით, 950 ჯარისკაცამდე გაიზარდა. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
61