Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვაშაძე: ლავროვმა ვმო–ს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეთანხმება დაარღვია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 მარ.'11 / 15:33

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თავისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. 

შეთანხმების თანახმად, მხარეებს არ უნდა ესაუბრათ მედიასთან რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

"10 მარტს, თქვენ იცით, რომ შედგა ამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი და ამ მოლაპარაკებებზე ორი შეთანხმება იყო მიღწეული: პირველი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება აპრილში და მეორე, რომ დელეგაციები და მხარეები პრესასთან კომენტარებს არ გააკეთებდნენ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე,“ – განაცხადა ვაშაძემ 15 მარტს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

"ძალიან დიდი სინანულით მინდა ვთქვა, რომ რუსული დიპლომატიის მამამთავარმა, ბატონმა ლავროვმა რამდენიმე დღის მერე დაარღვია ეს შეთანხმება, რაც რუსეთის დიპლომატიის ტრადიციაა. მან ერთ წინადადებაში დაარღვია შეთანხმება, გამოგვიგზავნა მუქარა და წამოაყენა წინაპირობები. ასე რომ, თქვენ თვითონ შეგიძლიათ იმსჯელოთ, რა შესანიშნავი მიდგომა აქვს რუსეთის დიპლომატიას მიღწეულ შეთანხმებებთან,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძეს მხედველობაში ჰქონდა სერგეი ლავროვის 13 მარტის განცხადება, როდესაც მან განაცხადა, რომ თბილისთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მოსკოვი საქართველოს თანხმობის გარეშე შეეცდება ვმო–ში გაწევრიანებას. 

ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს მოთხოვნებს, რომ რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ ფსოუს და როკის გამშვებ პუნქტებზე ქართული საბაჟო სამსახურები განთავსდნენ, არაფერი აქვს საერთო ვმო–სთან დაკავშირებულ საკითხებთან.

"თუ ჩვენი ქართველი კოლეგები კვლავ მტკიცედ იდგებიან ამგვარ პოლიტიზირებულ პოზიციაზე, ალბათ, სხვაგვარად მოგვიწევს ვმო–ში გაწევრიანების საკითხის მოგვარება – მათი [საქართველოს] მონაწილეობის გარეშე. ასეთი შესაძლებლობა არსებობს,“ – განაცხადა ლავროვმა რუსეთის მე–3 არხთან ინტერვიუში.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21