Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება გვჭირდება აშშ–ისგან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მარ.'11 / 11:31

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს მიერ გარკვეული რაოდენობის მსუბუქი შეიარაღების შესყიდვა ახლაც ხორციელდება, თუმცა საქართველოს მძიმე შეიარაღება ესაჭიროება, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალ Foreign Policy-ის ბლოგს The Cable-ს, აშშ–ში მისი ბოლო ვიზიტის დროს. 

"ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება მსუბუქი შეიარაღება. ჩვენ ის უამრავი გვაქვს და ფაქტიურად, მის შესაძენად ბევრი ალტერნატიული გზა არსებობს,“ – აცხადებს იგი "The Cable“–თან ინტერვიუში, რომელიც 30 მარტს გამოქვეყნდა, "რაც საქართველოს სჭირდება არის ის, რასაც ის სხვაგან ვერ შეიძენს და ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო [შეიარაღება] და ეს ცალსახაა... სწორედ ეს უნდა იყოს თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი“.

2010 წლის სექტემბერში აშშ–ის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის საქმეში "სიფრთხილეს“ იჩენს. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ "ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა“. 

2010 წლის ივნისში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა კატეგორიულად უარყო, რომ ვაშინგტონმა საქართველოს იარაღის ემბარგო დაუწესა, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის პრიორიტეტია "დაძაბულობის შემცირება“ და იმის მიღწევა, რომ რუსეთმა შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

"არ გვგონია, რომ იარაღის მიყიდვა და სამხედრო აღჭურვილობა არის გზა იმ ვითარებისკენ, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში,“ – განაცხადა გორდონმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24