Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის თქმით, გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის გაგრძელების შესაძლებლობას ტოვებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 აპრ.'11 / 16:50

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინა ბურჯალიანი 
მართლმსახულების საერთაშორისო სასამართლოს მოსმენაზე, 1 აპრილს. ფოტო: Fotoburo Dijkstra BV/პიტერ ბრომი  

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (International Court of Justice - ICJ) 1 აპრილის გადაწყვეტილებით არ დასრულებულა საქართველოს საქმე რუსეთის წინააღმდეგ და თბილისი შეეცდება "ტექნიკური“ პრობლემების მოგვარებას, რათა გზა გაუკვალოს სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვას, განაცხადა საქართველოს მთავრობამ.

"ბუნებრივია, ეს საქმე არ დამთავრებულა დღევანდელი სხდომით,“– განაცხადა  ჰააგაში გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, რომელიც საქართველოს პოზიციებს იცავდა სასამართლოში, "არ ვაპირებთ, რომ მარტივი დაბრკოლების არსებობისთანავე შევწყვიტოთ ეს ბრძოლა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დავა უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლებრივი გზების გამოყენებით და რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და თითოეული ქართველი მოქალაქის წინაშე პასუხი უნდა აგოს მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის“.

ინგლისურენოვან წერილობით განცხადებაში, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ცოტა ხანში გამოქვეყნდა, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება "ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ როგორც კი ფორმალური მოლაპარაკებების რესურსი ამოიწურება, მას [სასამართლოს] ექნება საქმის განხილვის უფლებამოსილება“.

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 1 აპრილს დაადგინა, რომ „მას არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი“, რომელშიც საქართველო აცხადებდა, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მართებულად მიიჩნია რუსეთის არგუმენტი, რომლის თანახმადაც საქართველოს არ უცდია კონკრეტულად CERD–თან დაკავშირებული საკითხები რუსეთთან განეხილა და ასევე არ უცდია კონვენციის 22–ე მუხლით გათვალისწინებული დავის მოგვარების სხვა მექანიზმები გამოეყენებინა, სანამ ის პირდაპირ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართავდა.

თუმცა, სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის კიდევ ერთი არგუმენტი, რომლის თანახმადაც  თბილისსა და მოსკოვს შორის "არანაირი დავა“ არ არსებობდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და რომ თბილისს ეს საკითხი ოფიციალურად არასდროს დაუყენებია პირდაპირ მოსკოვის წინაშე.

საქართველოს მთავრობა მიესალმა იმ ფაქტს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის ეს არგუმენტი და განაცხადა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით, სასამართლომ ფაქტიურად თბილისს შესაძლებლობა დაუტოვა, რომ საქმეს შემდგომი მსვლელობა მისცეს მას შემდეგ, რაც 22–ე მუხლთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს მოაგვარებს.  

"ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის ფედერაციის მთავარი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არანაირი დავა არ არსებობს ეთნიკური დისკრიმინაციის და ეთნიკური წმენდის საფუძველზე,“ – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა.

"სასამართლომ უბრალოდ დაადგინა, რომ – ტექნიკური ფორმალობის გამო, რაც ორ მხარეს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოიცავს – სასამართლო არ გააგრძელებს საქმის არსებით განხილვას. თუმცა, სასამართლომ დატოვა იმის შესაძლებლობა, რომ საქმე გაგრძელდება, თუ შესრულდება ყველა ის ფორმალური პირობა, რომლებიც სასამართლოს საქმის განხილვის უფლებამოსილებას მიანიჭებს, როგორც ამას 1965 წლის კონვენცია ითვალისწინებს,“ – განაცხადა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15