Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვი გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 აპრ.'11 / 18:12

რუსეთის ელჩი ნიდერლანდებში, რომან კოლოდკინი (მარჯვნივ) და
კირილ გევორგიანი (მარცხნივ), რუსეთის საგარეო საქმეთა 
სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, 
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სხდომაზე, 1 აპრილი. 
ფოტო: Fotoburo Dijkstra BV/პიტერ ბრომი 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვი "კმაყოფილია“ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ 1 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილებით.

სასამართლომ 10 ხმით 6–ის წინააღმდეგ გაიზიარა რა რუსეთის ერთ–ერთი შუამდგომლობა, განაცხადა, რომ "მას არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი“ რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებების დარღვევას ედავებოდა 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე სამ სხვადსხვა პერიოდში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ინტერვენციების დროს.

“სასამართლო დაეთანხმა რუსეთის ფედერაციის პროტესტს და არგუმენტაციას საქმის განხილვის წინააღმდეგ,“– ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 1 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში,“ამდენად, ამ საქმის წარმოება შეწყვეტილია. მოქმედებას წყვეტს სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაც ქართული სარჩელის უზრუნველყოფის ე.წ. "დროებით ზომებზე“.

რუსეთის საგარეო უწყების იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, კირილ გევორგიანმა ჰააგაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა: "ეს ძალიან, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ეს ზუსტად ისაა, რის დამტკიცებასაც ჩვენ ვცდილობდით სასამართლოსთვის“.

საქართველომ განაცხადა, რომ ის მოაგვარებს იმ "პროცედურულ“ და "ტექნიკურ“ საკითხებს, რომლებმაც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება განაპირობა, რათა მსვლელობა მისცეს საქმეს რუსეთის წინააღმდეგ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20