Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედია გამჭირვალობის შესახებ ცვლილებები მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 აპრ.'11 / 17:20

პარლამენტმა 68 ხმით მესამე მოსმენით ერთხმად მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს მაუწყებლის ლიცენზიის ფლობას უკრძალავს და ასევე ითვალისწინებს მაუწყებელთა შემოსავლების გამჭირვალობას.

ფინანსურ გამჭირვალობაზე შეუთანხმებლობა დეკემბრის შემდეგ კანონპროექტის მიღების გაჭიანურების მთავარი მიზეზი იყო. კანონპროექტს მეორე მოსმენით დეპუტატებმა დღის პირველ ნახევარში უყარეს კენჭი.

კანონპროექტში ფინანსური გამჭირვალობის კუთხით ასახულ სიახლეს წარმოადგენს ის ნორმა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია თავად დაადგენს ანგარიშგების ფორმებს, რომლითაც მაუწყებლები ყოველწლიურად კომისიას წინა წლის ანგარიშის ფარგლებში წარუდგენენ ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ და აუდიტის დასკვნას. ორივე ამ ინფორმაციის წარდგენას მოქმედი კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებდა. 

“ანგარიშგების ფორმებში, ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის გარდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის შემოსავლები რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და შემოწირულობებიდან ცალ–ცალკე,“– განაცხადა საკითხის ერთ–ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ჩიორა თაქთაქიშვილმა კანონპროექტის ციტირებისას.

ქრისტიან–დემოკრატმა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმულირებები "არასაკმარისია“ და მოითხოვა ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების კანონში ასახვა.

თუმცა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა არ იქნება გაზიარებული, რადგანაც ეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს გარკვეულ აუდიტორულ კომპანიებს და ავტომატურად გაზრდის აუდიტის მომსახურების ფასს, რისი გადახდაც, მისი თქმით, განსაკუთრებით რეგიონულ ტელევიზიებს გაუჭირდებათ.

ასევე ცვლილებების მიხედვით, ლიცენზიის მაძიებელს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის წარდგენაც ევალება და აღნიშნული სალიცენზიო პირობებად განისაზღვრება. 

კანონპროექტში ასევე სიახლეს წარმოადგენს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დავალდებულება თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნოს ლიცენზიის მფლობელთა შესახებ ინფორმაცია. კანონპროექტი ასევე ავალდებულებს ტელევიზიებს თავიანთი ვებ–გვერდების მეშვეობით საჯარო გახადონ მფლობელების ვინაობა.

ცვლილებების თანახმად, მაუწყებლებს მოუწევთ 2012 წლის იანვრამდე თავიანთი მფლობელობის სტრუქტურა ახალ მოთხოვნებს შეუსაბამონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ყურებად ტელეკომპანიას, "რუსთავი 2“–ს ამის გაკეთება მომდევნო რვა თვის მანძილზე მოუწევს.  

ტელეკომპანია "რუსთავი 2“–ის აქციების 70%–ის მფლობელია Degson Limited, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და რაიმე სხვა ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ მიუწვდომელია. ტელეკომპანიის 30%–ის მფლობელია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი, კონგლომერატი, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატმა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის ძმამ, დავით ბეჟუაშვილმა ჩამოაყალიბა.

მიღებული ცვლილებები ასევე ავალებს საქართველოს მთავრობას 2012 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს წინადადებები აჭარის ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე. ეს ტელევიზია ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაშია, რაც ეწინააღმდეგება კანონის იმ დებულებას, რომელიც კრძალავს სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

დღესვე პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცალკე ცვლილებები, რომელიც ტელევიზიებს სარეკლამო დროის ლიმიტს უზრდის. კერძოდ, მაუწყებლებს საშუალება ექნებათ დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20% დაუთმონ რეკლამას ან ტელეშოპინგს,  აქამდე განსაზღვრული 15%–ის ნაცვლად.


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18