Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკომისარი საარჩევნო რეფორმის მოლაპარაკებებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 აპრ.'11 / 16:24

შტეფან ფულემ, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის შესაქმნელად. 

18 აპრილს ბრიუსელში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან და ვიცე–პრემიერთან გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ გავცელებულ განცხადებაში ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულმა მოვლენებმა ”აჩვენა თუ როგორი მზარდი მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველყოფას, რომ ხალხის ხმა გაგონილ იქნას და რომ იყოს პოლიტიკური პლურალიზმი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.”

”ამიტომ, მე მივესალმები საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს. ასევე მივესალმები ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას. ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე მხარეს შორის ნდობის შესაქმნელად,” - განაცხადა ფულემ და დასძინა, რომ იგი ასევე მიესალმება საქართველოს განზრახვას ამ კუთხით ვენეციის კომისიასთან ითანამშრომლოს.

ამჟამად, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების განახლების სურვილი გააჩნია, ამ დიალოგის პერსპექტივები გაურკვეველი რჩება. ერთ-ერთ ბოლო მნიშვნელოვანი აქტივობა ამ კუთხით 5 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემაზე თავისი ახალი წინადადებები წარადგინა, რომელზეც მმართველ პარტიას ჯერ პასუხი არ გაუცია.    

გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის დროს შტეფან ფულე ასევე მიესალმა ევროკავშირთან ასოცირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში არსებულ ”პროგრესს” და საქართველოს ამ პროცესში ”პრაგმატული მიდგომის” შენარჩუნებისკენ მოუწოდა. 

მისი თქმით, ევროკომისია მზად არის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ურჩიოს, რომ საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყონ ”როგორც კი იქნება საკმარისი პროგრესი მიღწეული ’ძირითადი რეკომენდაციების’ შესრულების კუთხით.”  

ევროკავშირი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვას, როგორც მოსალოდნელია, მომდევნო თვეში გამოაქვეყნებს. მიმოხილვაში შევა ანგარიშები მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.  

21-23 ივლისს საქართველო ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელზეც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა იქნება განხილული.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24