Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლავროვი: რუსეთი ვმო–ში გაწევრიანებას საქართველოს თანხმობის გარეშეც შეძლებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აპრ.'11 / 13:21

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არ გამორიცხა ის სცენარი, რომლის მიხედვითაც რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეეძლება.

"არ მინდა დეტალებში შესვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეთოდები არსებობს რუსეთისთვის, რომ ვმო–ში გაწევრიანდეს საქართველოს თანხმობის გარეშე. შემიძლია ერთი რამ ვთქვა: ეს შესაძლებლობები იმ პრინციპებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია მოქმედებს,“ – იტყობინება „რია ნოვოსტი“ ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით 26 აპრილს.

მან ეს განცხადება სოხუმში სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ვმო–ში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 28–29 აპრილს, ბერნში გაიმართება.

თბილისში აცხადებენ, რომ ვმო–ში რუსეთის გაწევრიანებაზე პოზიცია უცვლელი რჩება და ის სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საბაჟო–გამშვები პუნქტების "გამჭირვალობის" უზრუნველყოფაში მდგომარეობს.       

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსულ ჟურნალ "ოგონიოკ“–თან ინტერვიუში, რომელიც 25 აპრილს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ თბილისს რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების დაბლოკვის განზრახვა არ გააჩნია. მან ასევე განაცხადა, რომ თბილისი ვაჭრობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აყენებს, რომლებიც ვმო–ს წესებით რეგულირდება და რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკურ ან სამხედრო საკითხებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ  26 აპრილს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს პოზიცია რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების პირობების თაობაზე "უცვლელი“ რჩება. თბილისი სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე ვაჭრობის "გამჭირვალობას“ ითხოვს, მათ შორის იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გზით. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ პირობის დაყენებით საქართველო ვმო–სთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პოლიტიზირებას ახდენს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს თანხმობის გარეშე ვმო–ში გაწევრიანებაზე პირველი განცხადება მარტში, ბერნში ქართულ და რუსულ მხარეებს შორის ვმო–ზე გამართული მოლაპარაკებებიდან ცოტა ხანში გააკეთა.

ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს ვმო–ს მინისტრთა კონფერენცია, რომელიც ორ წელიწადში სულ ცოტა ერთხელ იკრიბება, ან გენერალური საბჭო, რომელიც, როგორც წესი, ყოველ ექვს ან რვა კვირაში ერთხელ ატარებს სხდომებს.

ვმო–ს შესახებ არსებული ხელშეკრულების მე–12 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ინდივიდუალური გაწევრიანების თაობაზე ვმო–ს 153 წევრთა ორ–მესამედიანი უმრავლესობით მიიღება.

თუმცა, მე–9 მუხლის თანახმად, ორგანიზაციის პრაქტიკაში ასევე გამოიყენება გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღება და კენჭისყრა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია.

ორგანიზაციის გენერალური საბჭოს 1995 წლის გადაწყვეტილებით, უპირატესობა კონსენსუსის წესს მიენიჭა, მაგრამ კონსესუსის არ არსებობის შემთხვევაში, კენჭისყრის საშუალება მაინც დარჩა.

უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრა ტექნიკურად რთულ პროცედურას წარმოადგენს, რადგან გენერალური საბჭოს სხდომებზე ვმო–ს 153 წევრი სახელწიფოს ორი-მესამედის შეკრება, როგორც წესი, ვერ ხერხდება იმ მიზეზის გამო, რომ ორგანიზაციის წევრი ბევრი პატარა სახელმწიფო სხდომებს არ ესწრება.

საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანების შესაძლებლობაზე რუსული მხარის განცხადების კომენტირებისას მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ და აშშ–ის ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კურატორმა 15 აპრილს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამგვარი სცენარის მომხრე არ იქნება, ვინაიდან ეს დავას ვერ მოაგვარებს.

მისი თქმით, დავის ”შემოქმედებითი გადაწყვეტა” უნდა გამოიძებნოს ისე, რომ სეპარატისტულ რეგიონებში სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გამჭირვალობა იქნას უზრუნველყოფილი იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გარეშე.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20