Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქეიდენაუ: საქართველოს რუსეთთან ვმო–ზე მოლაპარაკებებში ‘ლეგიტიმური წუხილები' აქვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 აპრ.'11 / 18:40

საქართველოს სავაჭრო საკითხებზე "ლეგიტიმური წუხილები“ გააჩნია, რომლებიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დროს უნდა მოგვარდეს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, თინა ქეიდენაუმ 27 აპრილს.

"იმედი გვაქვს, რომ შესაძლოა მიღწეულ იქნას შეთანხმება რუსეთის გაწევრიანების პირობებზე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს რუსეთს გაწევრიანებას [ვმო–ში], თუმცა მას ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს ლეგიტიმური  წუხილები გააჩნია სავაჭრო საკითხებზე, რომელთა მოგვარებაცაა საჭირო,“ – განაცხადა მან თბილისში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ამერიკულ–ქართული ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთს შორის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ბერნში 28–29 აპრილს გაიმართება.

"ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ძალიან სერიოზულად ვუდგებით,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ იმავე პრესკონფერენციაზე.

კაპანაძემ, რომელიც ბერნში მარტში გამართულ მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებ, რომ რუსეთს ვმო–ში გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია, მოლაპარაკებების პროცესს საფრთხეს უქმნის.

"ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ხელს არ უწყობს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას და უფრო მეტიც საფრთხის წინაშეც კი აყენებს ამ მოლაპარაკებებს,“ – განაცხადა კაპანაძემ, "იგივე ტიპის განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკების პირველი რაუნდის შემდეგ... მიგვაჩნია, რომ ეს იყო პროვოკაციული ტიპის განცხადება“.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11