Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვაშაძე: 'შანტაჟი და ბლეფია' მოსკოვის განცხადებები ვმო–ში თბილისის თანხმობის გარეშე გაწევრიანებაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 აპრ.'11 / 14:49

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ "შანტაჟი და ბლეფი“ უწოდა მისი რუსი კოლეგის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია.

პირველად ეს განცხადება სერგეი ლავროვმა მარტში გააკეთა, ვმო–ზე ბერნში გამართული ქართულ–რუსული მოლაპარაკებებიდან ცოტა ხანში; ხოლო ბოლოს ანალოგიური პოზიცია 26 აპრილს გამოთქვა, მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდამდე ორი დღით ადრე.

“ის რომ რუსეთის ფედერაცია შორიდან გვემუქრება, რომ საქართველოს გარეშე იქნება მიღწეული შედეგი და თითქოსდა მათი გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი, ეს არის სუფთა წყლის შანტაჟი და ბლეფი,“– განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ 28 აპრილს ჟურნალისტებს.

მისი ინფორმაციით, ვმო–ზე მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი რუსულ მხარესთან 28–29 აპრილს ციურიხში გაიმართება. წინა შეხვედრა ბერნში შედგა. 

"ჩვენ არ ჩავდივართ არც ბერნში და არც ციურიხში... იმისათვის, რომ დავბლოკოთ რუსეთის შესვლა ვმო–ში,“– განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  ქართული მხარისათვის „მტკივნეულია“ და „არ არის ადვილი ნაბიჯი “რუსეთის ფედერაციასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა, "ჩვენ ჩავდივართ იქ იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციასთან და შვეიცარულ მხარესთან ერთად მოვნახოთ გამოსავალი იმ იურიდიული აბსურდისგან, რაც რუსეთის ფედერაციამ შექმნა თავისი სულელური გადაწყვეტილებით 2008 წლის 26 აგვისტოს [სეპარატისტული რეგიონების აღიარებით]“. 

თბილისის განცხადებით, ის მოლაპარაკებების ფარგლებში ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას მოითხოვს, როცა სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო–გამშვებ პუნქტების "გამჭირვალობას“ ითხოვს, მათ შორის იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გზით. მოსკოვი კი აცხადებს, რომ ამ პირობის დაყენებით საქართველო ვმო–სთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პოლიტიზირებას ახდენს.

ამ დავის ”შემოქმედებითი გადაწყვეტა” უნდა გამოიძებნოს ისე, რომ სეპარატისტულ რეგიონებში სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გამჭირვალობა იქნას უზრუნველყოფილი იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გარეშე, განაცხადა 15 აპრილს მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ და აშშ–ის ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კურატორმა. მისი თქმით, ვაშინგტონი საქართველოს თანხმობის გარეშე რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების მომხრე არ იქნება, ვინაიდან ეს დავას ვერ მოაგვარებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11