Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკელი გენერალი ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს აქებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 აპრ.'11 / 16:53

აშშ–ის საზღვაო ქვეითთა გენერალი რიჩარდ მილსი, 27 აპრილი, 
ვაშინგტონი.

რიჩარდ მილსმა, აშშ–ის საზღვაო ქვეითთა გენერალმა და სამხრეთ–დასავლეთ ავღანეთში კოალიციური ძალების ყოფილმა მეთაურმა, ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ისინი ამოცანებს "ჩინებულად” ართმევენ თავს. 

27 აპრილს ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას გენერალმა მილსმა, რომელიც ჰელმანდის და ნიმრუზის პროვინციებში 2010 წლის აპრილიდან 2011 წლის აპრილის დასაწყისამდე კოალიციურ ჯარებს მეთაურობდა, ზოგიერთი იმ ამოცანის შესახებაც ისაუბრა, რომლის შესრულებაც ქართველ სამხედროებს ქონდათ დავალებული.

მილსის მეთაურობის ქვეშ ავღანეთში ორი ქართული ბატალიონი მსახურობდა, კერძოდ მე–3 ქვეითთა ბრიგადის 31–ე და 32–ე ბატალიონები. აპრილში საქართველომ 32–ე ბატალიონი 33–ე ბატალიონით ჩაანაცვლა.

"თითოეული მათგანი [31–ე და 32–ე ბატალიონები] საუცხოო შენაერთი იყო. ისინი არაჩვეულებრივი პროფესიონალიზმით ხასიათდებოდნენ,“ – განაცხადა მისლმა მას შემდეგ, რაც ავღანეთში ქართული ძალების საქმიანობაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

მისი თქმით, ქართულმა დანაყოფებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინეს მასზე, რომ გადაწყვიტა მათთვის დამოუკიდებლად ჩაებარებინა ცალკე, ”საკმაოდ მოზრდილი” ტერიტორია, რომელიც ჰელმანდის პროვინციის დასავლეთით მდებარეობს. ქართველი სამხედროები, ავღანეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებთან ერთად, მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ ამ ტერიტორიაზე ”ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებდნენ,” განაცხადა მილსმა.

"ქართველებს უყვართ ბრძოლა, ისინი პროფესიონალი ჯარისკაცები არიან, რომელთაც ესმით საკუთარი ამოცანები და მათი შესრულების დიდი სურვილიც აქვთ. სხვათაშორის, მათ ითხოვეს დამატებითი ფუნქციების შესრულებაც, ასე რომ, მე მათი ერთი ასეული სანგინში გავაგზავნე, რათა იქ [კოალიციურ ჯარებს] დახმარებოდნენ... შეიძლება გსმენიათ, რომ ამ ადგილას ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობს; იქაც ქართველმა სამხედროებმა საუცხოოდ გაართვეს თავი სამუშაოს,“ – განაცხადა გენერალმა მილსმა.

ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სანგინის რაიონი იარაღის, ნარკოტიკების და მებრძოლთა ტრანზიტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად მიიჩნევა. 

გენერალმა მილსმა განაცხადა, რომ სანგინში ქართულ ასეულს "მტკიცე მტრის წინააღმდეგ რთული ამოცანების შესრულება დაევალა.”

"ისინი [ქართველი ჯარისკაცები] ყველა შეტაკებიდან წარმატებულები გამოდიოდნენ; ამან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა,“ – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ დახმარების სახით აშშ–ის საზღვაო ქვეითებმა ქართულ დანაყოფებს დაჯავშნული მანქანები გადასცეს.

სულ 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა.

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა  2010 წლის აპრილიდან, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად საარტილერიო ინსტრუქტორთა ჯგუფი გაგზავნოს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44