Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Amnesty International-ი გირგვლიანის საქმის მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აპრ.'11 / 12:05

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ Amnesty International-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ”ბოლოს და ბოლოს ზედმიწევნით და მიუკერძოებლად“ გამოიძიოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

"[ევროპის სასამართლოს] გადაწყვეტილება წარმოადგენს დროულ შეხსენებას საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ მათი ვალდებულებაა ბოლო მოუღოს საჯარო მოხელეების დაუსჯელობას. Amnesty International-მა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველომ ვერ შეძლო სამართალდამცავების სამართალში მიცემა,“ – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ ჯონ დალჰუისენმა.

"საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ არსებული ბრალდებების სწრაფი, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება უნდა აწარმოოს და პასუხისმგებელი პირები, მიუხედავად მათი თანამდებობებისა, სამართალში მისცეს,“ – განაცხადა მან.

Amnesty International-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ყოველგვარი "შეფერხების გარეშე“ განახორციელოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 26 აპრილს გაიზიარა ხელისუფლების არგუმენტები, რომ მართალია სანდრო გირგვლიანი შსს–ს თანამშრომლების მიერ იქნა მოკლული, მაგრამ დამნაშავეები, დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ, როგორც კერძო პირები და არა როგორც შსს-ს ოფიცრები თავიანთი ოფიციალური სტატუსით და არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას.

თუმცა, სასამართლომ ყველა დონეზე განხორციელებული საგამოძიებო პროცესი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას "აშკარად აკლდა“ მიუკერძოებლობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ "ის გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სასამართლოს არ წარუდგინა რამდენიმე მთავარი მტკიცებულება, რითიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 38–ე მუხლი დაარღვია.

სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გირგვლის ოჯახისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწვეტილების შესაბამისად გადაიხდის ამ თანხას.

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მართალია ევროპის სასამართლომ სახელმწიფოს მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება პირდაპირ არ დაავალა, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ საკმარისზე მეტი საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიანიშნეს, რომ საქმის ხელახალი გამოძიება არ დაიწყება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25