Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსული პრესა ვმო–ზე მოლაპარაკებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 მაი.'11 / 14:20

რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებში, ქართული და რუსული მხარეები „სერიოზულად განიხილავენ“ იმ მექანიზმს, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე სასაზღვრო–გამშვები პუნქტების გავლით საქონლის მოძრაობის გამჭირვალობას უზრუნველყოფს, იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გარეშე, წერს რუსული გაზეთი "კომერსანტი“ 4 მაისს.

„კომერსანტი“ იტყობინება ანონიმურ რუსულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, რომ ერთ–ერთი ვარიანტი შესაძლოა იყოს ქართული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდება საზღვარზე ტვირთების გადაადგილების თაობაზე. 

რუსული გაზეთი "იზვესტია“ 4 მაისს იუწყება, რომ მხარეები შესაძლოა სასაზღვრო–გამშვები პუნქტების სატელიტურ დაკვირვებაზე შეთანხმდნენ, რათა თბილისისთვის საზღვარზე ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ. "მნიშვნელობა აღარ აქვს, ვისი იდეა იყო ეს; მნიშვნელოვანია, რომ თბილისი წინააღმდეგი არ არის,“ – წერს "იზვესტია“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ, რომელიც მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს წარმოადგენს, განუცხადა Civil.ge-ს 3 მაისს, რომ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებზე ერთი თემა განიხილება და ეს არის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო გამშვები პუნქტების საკითხი და ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ფუნქციონირება ვმო–ს წესების შესაბამისად.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდაზე რამდენიმე შესაძლო ვარიანტი დაიდო, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ რუსულ მხარესთან შეთანხმება არსებობს, რომ არ მოხდეს მოლაპარაკებების პროცესში პრესასთან დეტალებზე საუბარი.

მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ და აშშ–ის ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კურატორმა, განაცხადა 15 აპრილს, რომ ამ დავის ”შემოქმედებითი გადაწყვეტა” უნდა გამოიძებნოს ისე, რომ სეპარატისტულ რეგიონებში სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გამჭირვალობა იქნას უზრუნველყოფილი იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გარეშე.

თბილისში გამოითქვა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა მხარემ მოსკოვს "კომპრომისულ წინადადება“ უნდა შესთავაზოს, რაც ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსებას გულისხმობს რუსეთ–საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე. ამგვარი მოდელი მოლდოვასა და უკრაინაში გამოიყენება ევროკავშირის სასაზღვრო მისიის ფარგლებში. თუმცა,  მარტში რუსული გაზეთი ”კომერსანტი” რუსეთის საგარეო უწყების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ეს წინადადება არ იყო რეალისტური.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13