Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლავროვი ვმო–ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ საქართველოს პოზიციაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 მაი.'11 / 12:35

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრობლემას, რომელსაც საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებას უქმნის "პოლიტიკურია“ და ორგანიზაციაში შესვლა მოსკოვს თბილისის გვერდის ავლით შეუძლია.

“ჯერ ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებს ქართულ მხარესთან შვეიცარიის შუამავლობით. რეალურად პრობლემა, რომელსაც ქმნის საქართველო, ერთადერთი პოლიტიკურია. ყველა სხვა საკითხები ეხება ვმო–ს რეჟიმს და გადაწყვეტადია საექსპერტო დონეზე,“– განაცხადა მან რუსულ გაზეთ "მოსკოვსკიე ნოვოსტი“–სთან ინტერვიუში, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რასაც ვამბობდი. ვმო–ს წესები უშვებს ქვეყნების მიღებას კენჭისყრის საფუძველზე კონსენსუსის არ არსებობის პირობებში. ამასთან დაკავშირებით ჩემს კომენტარებს ქართველმა კოლეგებმა უწოდეს ახირება. მაგრამ, ალბათ ამას აკეთებდნენ ისინი, ვინც არ იცნობს ვმო–ს დოკუმენტებს და იმას, რომ ამასთან დაკავშირებით პრეცედენტიც არსებობს. ვმო–ს წესები ორგანიზაციაში კენჭისყრის გზით შესვლის უფლებას იძლევა,“– განაცხადა მან. მას სავარაუდოდ ეკვადორის შემთხვევა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც ვმო–ს გენერალურმა საბჭომ ორმესამედიანი უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება. 

ლავროვის ანალოგიურ განცხადებებს, რომლებიც მან მარტსა და აპრილში გააკეთა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ "შანტაჟი და ბლეფი“ უწოდა.

შვეიცარიის შუამავლობით ვმო–ზე მოლაპარაკებების განახლების შემდეგ ქართული და რუსული მხარეების მორიგი, მესამე შეხვედრა მაისში იგეგმება. 29 აპრილს ჟენევაში გამართული ბოლო მოლაპარაკებების შედეგებზე ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ პროცესი კონკრეტული წინადადებების განხილვის ფაზაში შევიდა.

იმ პირობებში, როცა მხარეები შეთანხმებულნიარიან თავი შეიკავონ დეტალების გამჟღავნებისაგან, რუსულ პრესაში გაჩნდა ანონიმური ცნობები, რომ მხარეები სერიოზულად განიხილავენ იმ მექანიზმს, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე სასაზღვრო–გამშვები პუნქტების გავლით საქონლის მოძრაობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გარეშე.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17