Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
'რვიანი’ ხელისუფლებისაგან საარჩევნო საკითხებზე წერილობით პასუხს მაისის ბოლომდე ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 მაი.'11 / 14:46

რვა ოპოზიციური პარტია ხელისუფლებისაგან მოითხოვს, რომ მაისის ბოლომდე "რვიანის“ საარჩევნო შეთავაზებებზე ხელისუფლებამ "წერილობითი პასუხი“ გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკების "ჩაშლაზე და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მიხეილ სააკაშვილს“.

“მივმართავთ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს უღირსი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა და ხელი შეუწყოს საარჩევნო საკითხებზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში. ამისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლებამ მაისის ბოლომდე, როგორც ეს პროცესის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განისაზღვრა, გაგვცეს კონკრეტული წერილობითი პასუხები ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე, პირველ რიგში ამომრჩეველთა აღრიცხვისა და საარჩევნო სისტემის მოდელებზე,“– ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რვა ოპოზიციურმა პარტიამ 12 მაისს გააკეთა.

მათი განცხადებით, რვიანის "სწორი ტაქტიკის“ გამო "სააკაშვილის გუნდი“ პროცესის მისთვის სასურველი შედეგით დასრულებას ვერ ახერხებს და ოპოზიციასთან შეთანხმების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, "არ უბრუნდება საარჩევნო მოლაპარაკების მაგიდას“.

"ამგვარ მძიმე ვითარებაში აღმოჩენილი მმართველი რეჟიმი ოპოზიციური "რვიანის“ სამართლიანი მოთხოვნებისაგან თავის დასახსნელად ხელს უწყობს მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნიჰილიზმის გაღვივებას და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას,“– ნათქვამია განცხადებაში.

ქრისტიან–დემოკრატების წარმომადგენელმა, დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება იმით, რომ "ჩვენთან არ მოდის მოლაპარაკებებზე, ხელს უწყობს რევოლუციურ განწყობებს“.

“ერთხელ და სამუდამოდ დაფიქრდნენ რა გველის წინ და აქედან გამომდინარე იფიქრონ იმ კომპრომისებზე, რომელიც აუცილებელია საარჩევნო კოდექსში,“– განაცხადა მან.  

ოპოზიციური რვიანი აცხადებს, რომ შეთანხმებების მიღწევას "საჯარო და გამჭვირვალე მოლაპარაკების გზით“ მოითხოვს, რომლის შემდგომი პერსპექტივაც მაისის ბოლოს განისაზღვრება. 

“როცა მაისის ბოლოს იქნება ყველაფერზე უარი ან რაღაცაზე ხო და რაღაცაზე არა, ის იქნება მოცემულობა, რით დასრულდა მოლაპარაკებების მეორე ეტაპი,“– განაცხადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ, "მაისის ბოლოს თუ ყველაფერი დამთავრდა ნულით ანუ არ იქნა შეხების წერტილები, ბუნებრივია, რომ გაგრძელება ვეღარ ექნება მოლაპარაკებას“.

"ჩვენ თუ შეთანხმებებს ვერ მივაღწიეთ მაისის ბოლომდე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება საქართველოში გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო,“– განაცხადა ირაკლი ჩოქოვანმა, ირაკლი ალასანიას პარტიიდან ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები.

ოპოზიციური რვიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, "ყველა კონსტიტუციური საშუალების გამოყენებით“ გააგრძელებს "ბრძოლას საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“.

"სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გავშლით პოლიტიკურ კამპანიას მთელ საქართველოში,“ – განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38