Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა ოპოზიციის შესაძლო მხარდაჭერაზე მიანიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მაი.'11 / 17:00

სააკაშვილის მთავრობა ცდილობს "მოიშოროს“ ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი და მისგან ოპოზიციის მხარდაჭერის "თეორიულად“ მოსალოდნელი შესაძლო “ხიფათი” თავიდან აიცილოს.

ამის შესახებ საუბარია ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში რაიმე როლის შესაძლო შესრულებაზე მიანიშნებს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოდის.

“თუკი თვალს გადავავლებთ პოლიტიკურ ძალთა ახლანდელ განაწილებას, არსებობს სახელისუფლებო პარტია, ოპოზიცია და ეგრეთ წოდებული ფსევდოოპოზიცია, არსებობს ასევე სტაბილური დაბალანსებული ურთიერთობები მათ შორის და ეს ვითარება სამთავრობო გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო წინაპირობაა. ახლანდელი ხელისუფლება ასეთ სიტუაციაში ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს და საქმე მშვენივრად აქვს აწყობილი: სიტუაციას აბალანსებს, ბიზნესს აკონტროლებს; თავისი მანიპულაციებით მიაღწია იმას, რომ ფსევდოოპოზიციას _ საპარლამენტოსაც და არასაპარლამენტოსაც შესანიშნავად მართავს... ნამდვილ ოპოზიციურ მოძრაობას საკმაოდ უჭირს სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. ასე რომ, მოახლოებული არჩევნების წინ სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ მყარია,“– ნათქვამია განცხადებაში.

“ქართუ ჯგუფი“ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "აპოლიტიკური ადამიანია“, რომელსაც "არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნია“.

“მაგრამ ხომ არსებობს იმის ალბათობა, რომ თუ თვითონ პირადად არ მოიწადინებს პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, ფინანსური ან სიტყვიერი დახმარება აღმოუჩინოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან მთლიანად ოპოზიციას? ხომ შესაძლებელია, რომ ნათელაშვილის მიერ ნახსენები 150 მილიონი ივანიშვილმა სწორედ აქეთ მიმართოს? რასაკვირველია, მისი ეს ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევდა ზემოხსენებული ბალანსის მკვეთრად დარღვევას,“– აცხადებს "ქართუ ჯგუფი“.

"სწორედ ახლანდელ ხელისუფლებას არ აძლევს ხელს არსებული ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე არ დააფინანსოს და რომელიმე პოლიტიკურ ძალას მხარში არ ამოუდგეს იგი".

"სწორედ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს, დაიხმაროს ქართველი ხალხი და ასევე დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი შესაძლო ხიფათი თავიდან აიცილოს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ეს განცხადება იმ ბრალდებების საპასუხოდ გავრცელდა, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გააკეთა.

რამდენიმე დღის წინ ნათელაშვილმა, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილს პრემიერ–მინისტრობას სთავაზობდა, თბილისში, ბიძნესმენის სახლთან გამართულ აქცია–ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რუსეთში მოღვაწე ოლიგარქი“ მიხეილ სააკაშვილს ყოველწლიურად 150 მლნ დოლარით აფინანსებს, ასევე, იგი ამარაგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკით, ქიმიური და ელეტროიარაღით, რომელიც შემდეგ "მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად გამოიყენება“.

“ქართუ ჯგუფი“ ამ განცხადებას „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ "ნათელაშვილი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს“.

"ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას ერთი თეთრითაც არასოდეს არ დახმარებია,“– ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

იმავდროულად, განცხადებაში ოპოზიციის განცხადებებზე დაყრდნობით საუბარია, რომ „ახლანდელი ხელისუფლება“ საქართველოში არსებულ „ძირითად სტრატეგიულ ბიზნესს და ქართველ ბიზნესმენებს“ მთლიანად აკონტროლებს.

"თუ ეს მართლაც ასეა, თავს უფლება მივეცით და კონსულტაციისთვის მივმართეთ ეკონომიკურ ექსპერტებს, რამდენი შეიძლება იშოვოს სააკაშვილმა არსებული ბიზნესებისგან. მათი გათვლები ასეთია: სააკაშვილის ხელისუფლებას მსხვილი ბიზნესის გაკონტროლებით (ნავთობი, სატრანზიტო გადაზიდვები და სხვ.), თვეში საშუალოდ 30-40 მილიონის შოვნა შეუძლია, რაც წელიწადში, ასევე დაახლოებით, შეიძლება 300-დან 400 მილიონამდე იყოს... ხოლო თუ ამას ნათელაშვილის ფანტაზიებსაც დავუმატებთ, ეს ციფრი ალბათ მილიარდამდეც გაიზრდება“.

"თუ სააკაშვილი მილიარდერია და იგი ივანიშვილის დაუხმარებლადაც წარმატებით ახერხებს პირადი ანგარიშების შევსებას ბიზნესის დატერორებით და რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ართმევს ქართულ ბიზნესს, მაშინ ივანიშვილის 150-მილიონიანი დახმარება არ სჭირდება საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად,“– აცხადებს „ქართუ ჯგუფი“.

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი 1990-იან წლებში რუსეთში დაიწყო, საქართველოში ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით, თუმცა იგი ამის აფიშირებისაგან კატეგორიულად იკავებს თავს. ივანიშვილი ტელეეკრანებზე არასოდეს ჩნდება; მასთან ერთადერთი ინტერვიუ 2005 წელს გამოქვეყნდა რუსულ გაზეთ ”ვედომოსტისთან”.

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდი აშშ დოლარად არის შეფასებული.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26