Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტის ადგილსამყოფელად მხოლოდ ქუთაისი განისაზღვრება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 მაი.'11 / 17:28

პარლამენტი ქალაქ ქუთაისში სრულად გადავა და ის მომდევნო არჩევნების შემდეგ დედაქალაქში აღარ იფუნქციონირებს – კონსტიტუციაში ცვლილებათა ეს პროექტი მთავრობამ პარლამენტს დღეს წარუდგინა.

2009 წლის სექტემბერში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა, რომ პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში გაიმართებოდა, ხოლო სხვა საქმიანობას, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებს, საკანონმდებლო ორგანო კვლავაც დედაქალაქში, თბილისში განახორციელებდა. აღნიშნული ცვლილებები 2012 წელს დაგეგმილი მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალური შეჯამების დღიდან უნდა ამოქმედებულიყო.

ქუთაისის - „მეორე საპარლამენტო ქალაქად“ გამოცხადების ინიციატივა 2009 წლის ივლისში გახმოვანდა და მას პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა, თუმცა მაშინ მან ასევე განაცხადა, რომ ”პარლამენტის მთლიანად გადატანა თბილისიდან არ შეიძლება“.

რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი საქართველოს და მთელი კავკასიის "უმნიშვნელოვანესი ცენტრია“, თუმცა კიდევ "ორ ცენტრს ვქმნით – ბათუმს, როგორც ეკონომიკურ-ფინანსურ ცენტრს, სადაც უკვე დაწყებულია დიდი საოფისე შენობების მშენებლობა და ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს, სადაც უკვე კონცენტრირებულია მთავრობის ბევრი უწყება“. 

პარლამენტის ადგილსამყოფელად მხოლოდ ქუთაისის განსაზღვრის შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტი, სავარაუდოდ, ერთ თვეში, საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის დაწესებული საერთო–სახალხო განხილვის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყებს.

ქუთაისში უკვე დაწყებულია პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა. თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რა უჯდება ეს სახელმწიფო ბიუჯეტს ან რა დამატებითი ხარჯები დასჭირდება პარლამენტის ქუთაისში გადატანას. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ამჟამინდელი შენობა შესაძლოა გაიყიდოს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15