Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტის ქუთაისში გადატანის ინიციატივის სახალხო განხილვისთვის კომისია შეიქმნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 მაი.'11 / 16:29


პარლამენტის ახალი შენობის მაკეტი.

დღეს პარლამენტმა 86 ხმით 2–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში განიხილავს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც მორიგ არჩევნებზე არჩეული საკანონმდებლო ორგანოს თბილისიდან ქუთაისში მთლიანად გადატანის ინიციატივას ასახავს.

საყოველთაო–სახალხო განხილვის კომისიაში შედიან მმართველი პარტიის დეპუტატები: პავლე კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი, კახა ანჯაფარიძე, ვახტანგ ბალავაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი; საპარლამენტო უმცირესობიდან: გიორგი, თარგამაძე, რატი მაისურაძე, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი,  ნიკა ლალიაშვილი, გია თორთლაძე, პაატა დავითაია და უმცირესობის გარეთ მყოფი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია. მთავრობიდან: საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე; ხოლო აკადემიური წრეებიდან: ირაკლი ბურდული, დავით კერესელიძე და ქეთევან ქოქრაშვილი. 

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გია ცაგარეიშვილმა და დიმიტრი ლორთქიფანიძემ უარი განაცხადეს კომისიაში გაწევრიანებაზე. 

რეგლამენტის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტმა ერთი თვის შემდეგ უნდა დაიწყოს.

ქუთაისში პარლამენტის ახალი ნაგებობის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.  


ქუთაისში მშენებარე პარლამენტის სხდომათა დარბაზი. 

დიზაინერთა თქმით, 40 მეტრის სიმაღლის შუშის გუმბათიანი შენობა გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო მისი 200 მეტრიანი თხელი ბეტონის სტრუქტურა, რომელიც შუშის გუმბათს გასდევს ზოლად, სიძლიერის სიმბოლო იქნება. CMD Ingenieros–ის დაპროექტებული  პარლამენტის ახალი შენობის საერთო ფართი 4 200 კვადრატული მეტრი იქნება, სადაც 217 კაბინეტი და 11 საკონფერენციო ოთახი განთავსდება.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12